სუმო. ნაგოიას ბაშო. 12-26 ივლისი: არის კომუსუბის ტიტული!

AutoSharing Option
27 წლის ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) წარმატებით გაართვა თავი ურთულეს ამოცანას - ნაგოიას ბაშო 8-7 ბალანსით დაასრულა და, რადგან ყველაზე მაღალი რანგის მაეგაშირაა, კომუსუბის ტიტული დაიბევა.

ტოჩინოშინს 2010 წლის ივლისში, იმავე წლის ნოემბერში, 2011 წლის ივლისში და 2012 წლის სექტემბერში უჭიდავია სუმოს სამყაროში მეოთხე რანგით. სექტემბრის ბაშოზე ის მეხუთედ იჭიდავებს კომუსუბის ტიტულით.

სამწუხაროდ, ნაგოიას ბაშო წარუმატებელი გამოდგა თეიმურაზ ჯუღელისთვის (გაგამარუ). გაგამარუმ 6-9 ბალანსით დაასრულა ბაშო და რეიტინგში დაქვეითება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ახლა ის მე-6 მაეგაშირაა.

ნაგოიას ბაშო 14-1 ბალანსით დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ
მოიგო. 12-12 მოგება დაუგროვდათ დიდ ჩემპიონ კაკურიუს და მე-8 მაეგაშირა იოშიკაძეს. ამ უკანასკნელმა მებრძოლი სულის პრიზი მიიღო, სეკივაკე ტოჩიოძანმა კი - ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი. ყველაზე ტექნიკური რიკიშის პრიზი არავისთვის მიუციათ.

მომდევნო, აკი ბაშო 13-27 სექტემბერს ტოკიოში გაიმართება. რეიტინგები კი 31 აგვისტოს გახდება ცნობილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული