სუმო. ნაცუ ბაშო. 10-24 მაისი: მისცემენ ლევან გორგაძეს კომუსუბის ტიტულს?

AutoSharing Option
ტოკიოში დასრულდა წლის მესამე ბაშო, რომელზეც სენსაციური შედეგი დაფიქსირდა - კარიერაში პირველად იმარჯვა 23 წლის მონღოლმა სეკივაკე ტერუნოფუჯიმ 12-3 ბალანსით.

ბაშოზე ძალიან კარგად იასპარეზა დასავლეთის პირველმა მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), მან ტურნირი 9-6 ბალანსით დაასრულა. ჩვენებურმა ბოლო 9 ორთაბრძოლიდან 8 მოიგო! ტურნირზე ლევანმა თითო ოძეკი, სეკივაკე და კომუსუბი დაამარცხა. წესით და რიგით, ლევანი კომუსუბი უნდა გახდეს, თუმცა სატურნირო მდგომარეობა ისეთია, ამისთვის სუმოს ასოციაციამ რანგში ადგილი უნდა დაამატოს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ლევანი ახალ რეიტინგში აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა იქნება.

მინიმალური უარყოფითი ბალანსით
(7-8) დაასრულა ბაშო მე-6 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) და რეიტინგშიც მინიმალურად დაქვეითდება. მისთვის უარყოფით ბაშოზე ერთი კარგი რამ მოხდა - თეიმურაზმა კარიერაში პირველად დაამარცხა დიდი ჩემპიონი.

ჩემპიონი: ტერუნოფუჯი (სეკივაკე)
ძურიო: კამაგიო (ძ 9)
ბრწყინვალე ასპარეზობა: არავინ
მებრძოლი სული: ტერუნოფუჯი
ტექნიკური რიკიში: არავინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული