სუმო. ნაცუ ბაშო. 10-24 მაისი: თეიმურაზ ჯუღელის ოქროს ვარსკვლავი

AutoSharing Option
ზაფხულის ბაშოს მე-10 დღეს ფურორი მოახდინა მე-6 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც მძლავრი ოშიდაშით აჯობა დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის.

28 წლის ქართველმა სუმოისტმა კარიერაში პირველად დაამარცხა დიდი ჩემპიონის (იოკოძუნა) რანგის მეტოქე, რისთვისაც კარიერაში პირველი "ოქროს ვარსკვლავი" (კინბოში) დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მონღოლი ჰარუმაფუჯისთვის გაგამარუს ადრეც მოუგია (2012 წელს), მაგრამ მაშინ ის დიდი ჩემპიონი არ იყო.

გაგამარუს ახლა 4-6 ბალანსი აქვს და მე-12 მაეგაშირა ტოიოჰიბიკის დაუპირისპირდება (4:6 ურთიერთშეხვედრებში).

ანალოგიური ბალანსი აქვს პირველ მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე), რომელმაც მოულოდნელად სადანოუმისთან დათმო და ახლა ასევე
პირველ მაეგაშირა ტაკარაფუჯის ძალზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში ხვდება (3:2 ურთიერთშეხვედრებში).

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): გაგამარუ-ჰარუმაფუჯი (ოშიდაში), ჰაკუჰო-ტოკუშორიუ (იორიკირი), კისენოსატო-გოეიდო (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-მიოგირიუ (იორიკირი), ტერუნოფუჯი-ტოიონოშიმა (კიმედაში), სადანოუმი-ტოჩინოშინი (იორიკირი) .

სატურნირო მდგომარეობა
9-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაისეი (მაეგაშირა 11)... 4-6: ტოჩინოშინი (მ 1), გაგამარუ (მ 6).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტერუნოფუჯი, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კოტოშოგიკუ-აოიამა, კისენოსატო-ტოკუშორიუ, ტოჩინოშინი-ტაკარაფუჯი, გაგამარუ-ტოიოჰიბიკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული