სუმო. ნაცუ ბაშო. 10-24 მაისი: ქართველთა სამ-სამი მოგება

AutoSharing Option
ტოკიოში გრძელდება ზაფხულის ბაშო, რომელიც ჯერჯერობით წარმატებული ვერ არის ქართველი სუმოისტებისთვის.

პირველი მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) პარასკევს ოძეკის ტიტულის მქონე გოეიდოსთან დამარცხდა, თუმცა მომდევნო ორი დღე მან მოგებებით დაასრულა - ჯერ კომუსუბი იჩინოჯოს სძლია, შემდეგ კი სეკივაკე მიოგირიუს. 8 დღის მერე ლევანის ბალანსი 3-5-ია, თუმცა კარგი ისაა, რომ უკვე შეხვდა მასზე მაღალი რანგის თიYთქმის ყველა სუმოისტს. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე ამინიშიკია, რომელიც მეორე მაეგაშირაა.

მე-6 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) პარასკევს ამინიშიკისთან დამარცხდა, შაბათს მან ტაკეკაძეს მოუგო, კვირას კი კვლავ წააგო ამჯერად,
ტაკაიასუსთან. გაგამარუს 3-5 ბალანსი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე იკიოია.

სატურნირო მდგომარეობა
7-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ტერუნოფუჯი (სეკივაკე), ტაკაიასუ (მაეგაშირა 8), კაისეი (მ 11), კიოკუშუჰო (მ 11). 3:5: ტოჩინოშინი (მ 1), გაგამარუ (მ 6).

IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-მიოგირიუ, ჰარუმაფუჯი-ტამავაში, გოეიდო-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-სადანოუმი, ტერუნოფუჯი-ტოკუშორიუ, ტოჩინოშინი-ამინიშიკი, გაგამარუ-იკიოი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული