სუმო. ნაცუ ბაშო. 10-24 მაისი: ქართველები ისევ მოგების გარეშე

AutoSharing Option
ზაფხულის ბაშოზე სამი დღე მიილია და ჯერ ქართველ სუმოისტებს ერთი მოგებაც არა აქვთ მოპოვებული. დასავლეთის პირველი მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დიდ ჩემპიონსა და იმპერატორის თასის მფლობელ ჰაკუჰოს დაეჭიდა.

ისევე, როგორც წინა 17 შეხვედრა, ესეც დიდი მონღოლის გამარჯვებით დასრულდა. ტოჩინოშინს იოლი მეტოქე არც დღეს ეყოლება - ოძეკი კისენოსატო.

მე-6 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) სადანოფუჯისთან წააგო და დღეს ჰომარეფუჯის ეჭიდავება.

III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა (იორიტაოში), იჩინოჯო-გოეიდო (კატასუკაში), კისენოსატო-ამინიშიკი (იორიკირი), ტაკარაფუჯი-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), ტერუნოფუჯი-ტოჩიოძანი (იორიკირი), სადანოფუჯი-გაგამარუ (იორიკირი).

IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები):
ჰარუმაფუჯი-სადანოუმი, ჰაკუჰო-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-კისენოსატო, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, გოეიდო-ოსუნაარაში, გაგამარუ-ჰომარეფუჯი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული