ქართველმა სამბისტებმა ევროპის პირველობაზე 4 მედალი დაისაკუთრეს

AutoSharing Option
იტალიურ კრემაში მიმდინარე სამბისტთა ევროპის პირველობაზე 19 მაისს ჩვენმა სამბისტებმა 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს. აქედან 1 ბრინჯაო ქალთა გუნდის მონაგარია - კონტინენტის პრიზიორი შორენა შარაძე (64) გახდა.

ვაჟებიდან ვერცხლის მედალს ვახტანგ ჩიდრაშვილი (57) დაეუფლა, რომელიც ფინალში ბელორუს არიფ ბაგიროვთან დამარცხდა, ბრინჯაოსას კი - კახა მამულაშვილი (74) და ლაშა გურული (100).

19 მაისს ჩვენგან მხოლოდ ეს სამეული ჭიდაობდა და სასიამოვნოა, რომ ყველამ მედალი მოიპოვა. 18-ში კი ასეთ შედეგამდე თითო მოგება დაგვაკლდა.

მაშინაც საჭიდაოდ სამი ქართველი გავიდა - გივი ნადარეიშვილი
(52), ლევან ნახუცრიშვილი (68) და პაატა ღვინიაშვილი (90), რომლებმაც დამამშვიდებლის ფინალამდე მიაღწიეს, მაგრამ წააგეს და მეხუთეზე დარჩნენ.

ასევე მეხუთეზე გავიდა ქალთა ტურნირის მეორე ქართველი მონაწილე ირინა ლეონიძეც (80).

ევროპის პირველობა 20 მაისს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული