ქართველმა სამბისტებმა რუსეთში ოქ­რო-ვერ­ცხ­ლი მოიპოვეს

AutoSharing Option
წლე­ვან­დე­ლი სპორ­ტუ­ლი სე­ზო­ნის ბო­ლო ას­პა­რე­ზო­ბა­ზე ქარ­თ­ველ­მა სამ­ბის­ტებ­მა რუ­სეთ­ში, კრას­ნო­და­რის მხა­რის ქა­ლაქ არ­მა­ვირ­ში იჭი­და­ვეს.

მსოფ­ლი­ოს ორ­გ­ზის და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის, აშოტ მარ­ქა­რი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის A კა­ტე­გო­რი­ის მეცხ­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე ჩვენ­მა სამ­ბის­ტებ­მა თი­თო ოქ­რო­სა და ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს.

ეს შე­ჯიბ­რე­ბა იმი­თაც იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ქ. არ­მა­ვი­რის ტურ­ნი­რი ჭი­და­ო­ბა სამ­ბოს და­არ­სე­ბის 50 წლის სა­იუ­ბი­ლეო თა­რიღს და­ემ­თხ­ვა. უც­ნა­უ­რი იყო მხო­ლოდ ერ­თი - ათის ნაც­ვ­ლად, შე­ჯიბ­რე­ბა ოთხ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ი­მარ­თა.

ჩემ­პი­ონ-პრი­ზი­ო­რე­ბი­სათ­ვის ცნო­ბილ­მა სამ­ბის­ტ­მა და ბიზ­ნეს­მენ­მა აშოტ მარ­ქა­რი­ან­მა სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი პრე­მი­ე­ბი და­ა­წე­სა.

ქარ­თ­ვე­ლე­ბი­დან ტურ­ნირის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გა­ხ­და ლე­ვან ნა­ხუც­რიშ­ვი­ლი
(68 კგ). ერ­თი ნა­ბი­ჯი და­აკ­ლ­და ოქ­რომ­დე და ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა ზვი­ად ოდო­შაშ­ვილ­მა (62 კგ).

ტურ­ნი­რი კი­დევ ორ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში, 57-სა და 90 კგ-ში ჩა­ტარ­და.

გაბ­რი­ელ ბარ­ჯა­ძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული