ვილნიუსში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის

AutoSharing Option
დღეს ვილნიუსის "სიმენს არენაზე" სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა:

ავთანდილ ცინცაძე (52), უშანგი კუზანაშვილი (57), დავით სვიმონიშვილი (62), ლევან ნახუცრიშვილი (68), კახა მამულაშვილი (74), ნიკოლოზ კუცია (82), ლაშა გურული (90), ლომერ ჟორჟოლიანი (100), დავით ლორიაშვილი (+100). სამი მონაწილე ქალთა შორისაც გვეყოლება: შორენა შარაძე (64), ნინო ოძელაშვილი (72), ირინა ლეონიძე (80).

დღეს ვაჟთაგან 52, 68 და 90 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ, ქალებში - 48, 60, 72-ის. 12-ში ლეიბზე 57, 74 და 100 კილოგრამის მამაკაცებს და 52-64-80-ის
ქალებს ვიხილავთ, დანარჩენები კი 13 ნოემბერს იასპარეზებენ. ფინალური ბლოკი პირველ ორ დღეს 17 საათზე დაიწყება, 13-ში - 16 საათზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული