კაპანაძის ლატვიური მედალი

AutoSharing Option
როგორც გაირკვა, რიგაში დამთავრებულ ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიო პირველობაზე ჩვენებმა კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

რომელსაც ახალგაზრდებში 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზვიად კაპანაძე დაეუფლა. სამბისტთა წლევანდელი პირველობა ბევრად უკეთ კი იყო ორგანიზებული, (გადაიცემოდა პირდაპირ რეპორტაჟში) მაგრამ საინფორმაციო უზრუნველყოფა მაინც არ იყო სრულყოფილი. რეპორტაჟებში მაინც ადგილობრივ ოპერატორთა ნებაზე ხარ დამოკიდებული -რომელ  შეხვედრას გიჩვენებენ, ხოლო შეხვედრათა ოქმები საიტზე ოპერატიულად კვლავაც არ ქვეყნდებოდა. ამ პირობებში ისევ ფედერაციაზე ვიყავით დამოკიდებული და კაპანაძის მედალიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოგვრჩა.

ამდენად, რიგაში ორივე ასაკობრივი ნაკრების საერთო
შედეგი 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაოა. აქედან ბიჭების ახალგაზრდული გუნდის მიღწევა 2 ოქრო და 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა. მათგან ჩემპიონები გიორგი ნოზაძე (90) და სლავა რეზესიძე (+100) გახდნენ, ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), თორნიკე თათარაშვილმა (62) და ლაშა ზურაბიანმა (82) მხოლოდ ფინალური შეხვედრები დათმეს, კაპანაძე კი მესამეზე გავიდა. ჭაბუკებმა 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.

ამ ასაკში ჩემპიონობით მიხეილ მეზურნიშვილმა (70), გიორგი ბიწაძემ (75) და ალექსანდრე მილდიანმა (87) გაგვახარეს, ბექა ტუღუში (65) ვერცხლს დასჯერდა, აბესალომ ვაშაყმაძე (52) და გაგა ჯიხვაძე (+87) მესამეზე გავიდნენ. ბიჭების ორივე ნაკრებმა რუსების შემდეგ თავ-თავის ასაკის საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოიპოვეს.

კიდევ ერთი ბრინჯაო ახალგაზრდა გოგოებში მოჭიდავე შორენა შარაძის (64) მონაპოვარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული