ბ/რ ჭიდაობა: საქართველოს ნაკრები "ევროპის ერთა თასზე" მეოთხე ადგილს დასჯერდა

AutoSharing Option
19 ნოემბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ "ევროპის ერთა თასზე" წარუმატებლად იასპარეზა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელიც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მასპინძელ რუმინეთთან დამარცხდა (4-4, დამატებითი მაჩვენებლებით) და მეოთხე ადგილს დასჯერდა.

მანამდე ქართველმა მოჭიდავეებმა B ჯგუფში პირველი დაპირისპირება ბულგარეთის ნაკრებთან ანგარიშით 5-3 მოიგეს, მომდევნო შეხვედრა კი რუსებთან 1-6 დათმეს.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს "ევროპის ერთა თასზე" თავისუფალ ჭიდაობაში გამარჯვება საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იზეიმა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუსეთი დაამარცხა.
- საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]

საქართველოს ბერძნულ-რომაული
სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:

59 კგ - ირაკლი შავაძე
66 კგ - შმაგი ბოლქვაძე
71 კგ - მინდია წულუკიძე
75 კგ - გიორგი დათუნაშვილი, გელა ბოლქვაძე
80 კგ - ზურაბ დათუნაშვილი, ნიკოლოზ კელასოვი
85 კგ - რობერტ კობლიაშვილი (85)
98 კგ - კუკური კირცხალია
130 კგ - იაკობ ქაჯაია (130).
მწვრთნელები: აკაკი ჩაჩუა და ჯემალ ბაკურიძე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სულ ესა ვართ?ყოჩაღ ბიჭებო.
სოსო
11:10 20-11-2016
0
4 გუნდსჰი მეოტხე ადგილი საგოლ მაგარი სჰედეგია
0

სიახლეები პოპულარული