ლო­მი ყველ­გან ლო­მია - ზვიად პატარიძემ ბო­ლატ ტურ­ლი­ხა­ნო­ვის მე­მო­რი­ა­ლი მოიგო

AutoSharing Option
ყა­ზა­ხე­თის ქა­ლაქ სე­მე­ი­ში დამ­თავ­რ­და ბო­ლატ ტურ­ლი­ხა­ნო­ვის მე­მო­რი­ა­ლი ბერ­ძ­ნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ახალ­გაზ­რ­დულ­მა ნაკ­რებ­მა იჭი­და­ვა.

ოღ­ონდ ახალ­გაზ­რ­დე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ზა­ზა სი­ლა­გა­ძემ, შარ­შან­დე­ლის მსგავ­სად, ამ­ჯე­რა­დაც მხო­ლოდ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი წა­იყ­ვა­ნა და თან ისევ სა­მი კა­ცი: რა­მაზ ზო­ი­ძე (66), გი­ორ­გი მე­ლია (98) და ზვი­ად პა­ტა­რი­ძე (130). ეს ტურ­ნი­რი მხო­ლოდ ოლიმ­პი­ურ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ებ­ში ტარ­დე­ბო­და, ანუ მხო­ლოდ 6 წო­ნა­ში იმარ­თე­ბო­და, საპ­რი­ზო ფონ­დი კი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო: 3000, 2000 და 1000 დო­ლა­რი.

ჩვე­ნი სა­მე­უ­ლი­დან ყვე­ლა­ზე კარ­გად ქუ­თა­ი­სელ­მა პა­ტა­რი­ძემ იჭი­და­ვა - ევ­რო­პელ­თა­გან "ახალ­გაზ­რ­და ლო­მად" წო­დე­ბუ­ლი ფა­ლა­ვა­ნი ყა­ზა­ხეთ­შიც ლო­მი­ვით
და­ე­რია მე­ტო­ქე­ებს, ფი­ნალ­ში კი ბე­ლაორუს­თა ქარ­თ­ვე­ლი, ევ­რო­პის მე­სა­მეპრი­ზი­ო­რი ბე­სიკ ჩუ­გოშ­ვი­ლი 7:0 და­ჯაბ­ნა.

ჩუ­გოშ­ვილ­მა არც ახ­ლა უღა­ლა­ტა ქარ­თ­ვე­ლებ­თან ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბით ჭი­და­ო­ბის ჩვე­უ­ლე­ბას და არც პა­ტა­რი­ძეს და­აკ­ლო ხე­ლი, თუმ­ცა ლო­მი ამან ვერ შე­აკ­რ­თო და გა­ხეთ­ქი­ლი წარ­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მე­ტო­ქეს ოდ­ნა­ვი შან­სიც არ მის­ცა. არა­და, ბე­ლო­რუ­სი ფი­ზი­კუ­რად მას­ზე დი­დი იყო, მაგ­რამ პა­ტა­რი­ძემ ზუს­ტად ძა­ლის­მი­ე­რი ილე­თით და­აგ­დო 4-ქუ­ლი­ან­ზე და თან იქ­ვე და­ატ­რი­ა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით წრი­და­ნაც იო­ლად გა­იყ­ვა­ნა და უფ­რო­სებ­ში პირ­ვე­ლი ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

ჭა­ბუ­კებ­სა და ახალ­გაზ­რ­დებ­ში მსოფ­ლი­ოს ოთხ­გ­ზის ჩემ­პი­ონ­მა ჩვე­ნე­ბურ­მა მა­ნამ­დე ოთხი შეხ­ვედ­რაც ასე­ვე და­მა­ჯე­რებ­ლად მო­ი­გო. თავ­და­პირ­ვე­ლად ყა­ზახ ჟალ­გას­ბა­ი­ევს ქუ­ლე­ბით აჯო­ბა წმინ­დად, მე­რე რუ­სე­თის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი ვი­ტა­ლი შუ­რი 6:0 ჩა­მო­ი­ცი­ლა გზი­დან, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში კი უზ­ბეკ მა­მუდ აბ­დუ­ლა­ევ­საც აჯო­ბა.

ზო­ი­ძე ამ ტურ­ნირ­ზე შარ­შა­ნაც გა­მო­ვი­და და მე­სა­მე ად­გილ­ზეც გა­ვი­და. ის ახალ ოლიმ­პი­ურ ციკ­ლ­ში ახალ წო­ნა­ში - 71 კი­ლოგ­რამ­ში გეგ­მავს გა­დას­ვ­ლას, მაგ­რამ, რად­გან ეს არა­ო­ლიმ­პი­უ­რი წო­ნაა, ამი­ტომ ამ­ჯე­რად ისევ 66-ში დარ­ჩა. მან თავ­და­პირ­ვე­ლად ორი შეხ­ვედ­რა მო­ი­გო მას­პინ­ძ­ლებ­თან - და­ნი­არ­თან და გუ­ჩი­გოვ­თან, მაგ­რამ მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში კი­დევ ერთ მას­პინ­ძელ სუ­ლე­ი­მან­თან და­მარ­ცხ­და. მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა იმა­ნაც წა­ა­გო და ზო­ი­ძეც გა­მო­ე­თი­შა ტურ­ნირს.

მე­ლი­აც მე­ოთხედ­ფი­ნა­ლი­დან გა­მო­ე­თი­შა შე­ჯიბ­რე­ბას - ირა­ნელ ბი­რან­ვან­დის­თან 0:1 დათ­მო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული