ზრენიანში ოლიმპიადის საგზურებისთვის დღეს სამი ქართველი ფალავანი იბრძოლებს

AutoSharing Option
სერბეთის ქალაქ ზრენიანში მიმდინარე ევროპის ქვეყნების პირველ სალიცენზიო ტურნირში მოჭიდავეთა შორის, სადაც რიოს თამაშების საგზურებს მხოლოდ ფინალისტები იღებენ, 16 აპრილს "თავისუფალთა" 74-86 კგ წონით კატეგორიების და "ბერძნულ-რომაელთა" 75-85 კგ კატეგორიების წარმომადგენლები იასპარეზებენ.

ქართველ მოჭიდავეთაგან ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას ბერძნულ-რომაული სტილში ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75) და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი (85), ხოლო თავისუფალ სტილში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74) შეეცდებიან. შეხვედრები თბილისის დროით 11:30 სთ-იდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს საქართველოს ბერძნულ
-რომაულმა ნაკრებმა პირველი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა - ტურნირის ფინალში შმაგი ბოლქვაძე (66) გავიდა. ბოლქვაძემ ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორ და ევროპის 2-გზის ჩემპიონ უნგრელ ტამას ლორინცთან 1:4 დათმო შეხვედრა.

გუშინვე ერთი გამარჯვება დააკლდა ლიცენზიის მოსაპოვებლად ზურაბ იაკობიშვილს (65), რომელმაც ნახევარფინალში დამარცხდა. მეოთხედფინალში დამარცხდა დამარცხდა რევაზ ლაშხი (59).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული