საქართველოს ნაკრებმა უნგრეთის "ოქროს დიდი პრიზზე" 6 მედალი დაისაკუთრა

AutoSharing Option
უნგრულ სომბათჰეიში დასრულებულ "ოქროს დიდ პრიზზე" ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კვირას ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვა - თითო ვერცხლი-ბრინჯაო. ფინალი მანუჩარ ცხადაიამ (71) წააგო, მესამეზე კი მინდია წულუკიძე (71) გავიდა.

როგორც ვხედავთ, ორივე ჯილდო 71 კილოგრამში მოვიპოვეთ. აქ ორივე ნახევარფინალში გვყავდა მონაწილე, თუმცა ჩვენებურებმა ვერაფერი გააწყვეს მასპინძელთა ლიდერთან, ოლიმპიადის ვიცე და ევროპის ჩემპიონ ტომაშ ლორინცთან. მასთან ჯერ 55 კილოგრამიდან ამონაცვლებულმა წულუკიძემ წააგო – 0:8, მერე კი ფინალში ცხადაიაც დამარცხდა, თუმცა მინიმალური სხვაობით – 1:2.

მანამდე წულუკიძემ შვედ შარურ ვარდანიანს 8:0 მოუგო,
სერბ ალექსანდრ მაქსიმოვიჩს 3:3 დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა, ცხადაიამ კი იტალიელი დავიდე კასავილა 8:0 დაამარცხა, ყაზახ ნურზან ნადიროვს ბოლო ქულის დამსახურებით 6:6-ზე სძლია, ხოლო ნახევარფინალში ირანელ მოჰმად კარიმის 6:0 მოუგო.

ამდენად, ჩვენმა ნაკრებმა უნგრეთში გამოსვლა 6 მედლით დაასრულა – 3-3 ვერცხლ-ბრინჯაო. შაბათს ტურნირის ვიცე-ჩემპიონები საჩინო დავითაია (66), და რობერტ კობლიაშვილი (85) გახდნენ, ვლადიმერ გეგეშიძე (85) და ზურაბ დათუნაშვილი (75) კი მესამეზე გავიდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული