მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველების ორი ბრინჯაო

AutoSharing Option
21 აგვისტოს, პარიზში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს პრიზიორები რობერტ კობლიაშვილი (85) და რევაზ ნადარეიშვილი (98) გახდნენ. კობლიაშვილს გადამწყვეტ შეხვედრაში რუსთა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე არ გამოუცხადდა, ნადარეიშვილმა კი უზბეკ რუსტამ ასაკალოვს სძლია - 3-1.

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში: 71, 75, 85 და 96 კგ-ებში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებიდან უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა შმაგი ბოლქვაძემ (71) და მინდია წულუკიძემ (75).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული