საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები მინსკში მესამე ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა მინსკში, ბელარუსთა პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, ოლეგ კარავაევის მემორიალში.

ეს გუნდური ტურნირია, რომელშიც ამჯერად 8 ნაკრები მონაწილეობდა. ორგანიზატორებმა ისინი ორ ჯგუფად გაყვეს, ჩვენებთან კი შეჯიბრების ფავორიტი და მომავალი გამარჯვებული რუსეთი, ლიტვა და ბელარუსის მეორე ნაკრები მოხვდნენ.

ქართველებმა მასპინძლებს 7:0 მოუგეს, ლიტვასთან მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს - 6:1, ხოლო რუსებთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდნენ - 3:4, ამჯერადაც მინიმალური სხვაობით, როგორც ორიოდ კვირის წინათ, მოსკოვში. ჩვენმა გუნდმა, პრიზად, 10000 დოლარი მიიღო.

ამდენად, ჯგუფში პირველ ადგილზე რუსეთი გავიდა და
ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა, ჩვენები მეორე პოზიციას დასჯერდნენ და ბრინჯაოსთვის ბრძოლა ხვდათ წილად, სადაც ყაზახებს კვლავაც "მშრალი" ანგარიშით აჯობეს - 7:0.

კარავაევის თასი წლეულს გოგი კოღუაშვილის გაწვრთნილმა რუსეთის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც გადამწყვეტ პაექრობაში საქართველოში გაზრდილი ოლიმპიური ჩემპიონის - კამანდარ მაჯიდოვის დამოძღვრილი მასპინძელთა პირველი ნაკრები დაამარცხა - 4:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული