ჭიდაობა

ძიუდო

რიო 2016: ლაშა შავდათუაშვილი მერვედფინალში გავიდა

AutoSharing Option
8 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ჩაერთო.

ლაშამ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო, სადაც კუბელ მაგდიელ ესტრადას შეხვდა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი იპონიც მიითვალა.

შავდათუაშვილის მეტოქე მერვედფინალში შრილანკელი ჩამარა რეპიალაჯე იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ