გიორგი ზანთარაია: სიამოვნებით გამოვიდოდი საქართველოს სახელით, მაგრამ...

AutoSharing Option
უკრაინის სახელით მოჭიდავე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ძიუდოისტმა გიორგი ზანთარაიამ (-66) საიტ XSPORT.ua-სთან ვებინტერვიუს დროს, სხვა საკითხებთან ერთად, სპორტსმენის მიერ სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლაზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ უწინ გიორგის საქართველოს ნაკრებში მოწვევის შესაძლებლობაზეც იყო საუბარი, რის სურვილსაც თავად ძიუდოისტი გამოთქვამდა, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა.

"ამ საკითხს ნორმალურად აღვიქვამ, მაგრამ თავად წასვლას არსად ვაპირებ. თუმცა აი, ახლაც მეუბნებოდნენ მწვრთნელები საქართველოდან: "აბა, როდის გადმოხვალ ჩვენთან" (იცინის).

სიამოვნებით გამოვიდოდი საქართველოს სახელით, მაგრამ აქედან ვერ წავალ, რადგან უკრაინამ მომცა ყველაფერი, პირველ რიგში კი,
მშვიდი ცხოვრება მე და ჩემს ოჯახს. დღეს რომ ეს გავაკეთო, ძალიან ულამაზო იქნება. უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ დავრჩენილიყავი. მან ყველაფერი გამიკეთა, რაც ვთხოვე და ამისთვის მადლობელი ვარ მისი", - აცხადებს ზანთარაია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გიორგი ზან­თა­რაია წარ­მო­შო­ბით გა­ლი­და­ნაა, უკ­რა­ი­ნა­ში კი აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნ­და, სა­დაც მი­სი ოჯა­ხი იქ მცხოვ­რებ­მა დე­ი­დამ შე­ი­ფა­რა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სპორტსმენი და კარგი ადამიანი...ასე
ღირსეული ადამიანები იქცევიან! წარმატებებს ვუსურვებ გიორგის!
დათო
18:27 04-03-2016
0

სიახლეები პოპულარული