ნუგზარ ტატალაშვილმა დიუსელდორფში ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა ნუგზარ ტატალაშვილმა (-73 კგ), რომელმაც ფინალური შეხვედრა იაპონელ შოჰეი ონოსთან იპონით დათმო.

ამრიგად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის თითო ვერცხლი და ბრინჯაოა, რომელიც ტურნირის პირველ დღეს ვაჟა მარგველაშვილმა (-66) მოიპოვა (იხილეთ ვრცლად).

დღესვე ფინალში იჭიდავებს ავთანდილ ჭრიკიშვილი. ორთაბრძოლისთვის ლაივ-სტრიმით თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ტატალაშვილმა ტურნირზე ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო. ჯერ კუბელ მაგდიელ ესტრადასა და ბელგიელ სამი ჩოუჩისთან მოიგო, შემდეგ კი იტალიელ ანდრეა რეჯისსა და საემიროების წარმომადგენელ ვიქტორ
სკვორტოვს. ტატალაშვილმა ნახევარფინალში ბრაზილიელ მარსელო კონტინის ვაზარით აჯობა.

ამავე, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი ორთაბრძოლა მოიგო ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელმაც მასპინძელ ქრისტოფერ ვოელკს სძლია, თუმცა შემდეგ ფრანგ ჟუილაუმ ჩაინესთან დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული