ჭიდაობა

ძიუდო

3 მედალი ტაშკენტიდან - მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღე

AutoSharing Option
დღეს, 10 ოქტომბერს, ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მერვედფინალში იაპონიის მოქმედი ჩემპიონი კოსუკე მაშიიამა დაამარცხა, მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელ მასედოს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი 37 წამში იპონით დაამარცხა, სამწუხაროდ, ნახევარფინალში ლაშა მსაჯების გადაწყვეტილებით უზბეკ დავლათ ბობონოვთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს იპონით სძლია.

ლუკა მაისურაძემ ტურნირი ლიბანელის სახელით მოასპარეზე საგაიპოვთან გამარჯვებით გახსნა, მერვედფინალში მონღლ ალტანბაგანა გატულგას სძლია, მეოთხედფინალში კი ესპანეთის სახელით
მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი იპონით დაამარცხა, ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული იტალიელ კრისტიან პარლატთან შეხვედრის მიწურულს იპონით დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს დამატებით დროში ვაზარით სძლია.

მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 დღეს საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალია. ხვალ, 11 ოქტომბერს, ტატამზე -100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე წარდგებიან.


ასევე დაგაინტერესებთ