ჭიდაობა

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ღვინიაშვილს ბრინჯაო, წინ ქართული ფინალია!

AutoSharing Option
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი - ბრინჯაო ბექა ღვინიაშვილმა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოუტანა, ცოტა ხანში კი მძიმე წონაში სულაც ქართული ფინალი შედგება - ადამ ოქრუაშვილი გურამ თუშიშვილს დაუპირისპირდება.

შეხვედრის ლაივ-სთრიმი ნახვა ამ ბმულზე შეიძლება.

დღეს კონტინენტის პირელობაზე მედლები ვაჟთა შორის -90, -100 და +100 კგ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში -78 და +78 კგ-ში თამაშდება. სამწუხაროდ, უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა ვალერი ლიპარტელიანმა (-100), რომელიც სანუგეშო ტურნირში დამარცხდა და ელენე ქებაძემ (+78).

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე არცერთი მედალი იყო. ჩემპიონატი კი ხვალ, 23 აპრილს, გუნდური შეჯიბრით დასრულდება.
ასევე დაგაინტერესებთ