სტამბულის საერთაშორისო ტურნირში ვაჟებში შოთა აზალაძემ გაიმარჯვა

AutoSharing Option
სტამბულის საერთაშორისო ტურნირში ცხრა ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ვაჟთა შორის 9 შესაძლებლიდან 7,5 ქულით პირველი ადგილი შოთა აზალაძემ დაიკავა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე ზურაბ ჯავახაძე გავიდა. საპრიზო ადგილებს მიღმა აღმოჩნდნენ დავით ბენიძე (5.5), ალექსანდრე ყაშაშვილი (5), აკაკი შალამბერიძე (5), ბაჩანა მორჩიაშვილი (4.5), გიორგი ბაღათუროვი (4).

ქალებში სოფიკო ტერელაძემ და დიანა ბასიუმ (მოლდოვა) 8.5-8.5 ქულას მოუყარეს თავი. უკეთესი კოეფიციენტით პირველობა ტერელაძეს ერგო. 6.5 ქულით მესამე ადგილი მარიამ თევზაძემ დაიკავა.

თურქეთშივე გრძელდება ქვეყნის გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც 14 კლუბი ეცილება ერთმანეთს
პირველობაში.

მათ შემადგენლობებში 16 ქართველი გამოდის. ოთხი ტურის შემდეგ ჩვენებურებს ასეთი მაჩვენებლები აქვთ: ნაზი პაიკიძე-4 (4 შეხვედრიდან), ნინო ხურციძე-2.5 (3), ბელა ხოტენაშვილი-2 (3), ქეთი წაწალაშვილი-1.5 (3), სოფიო გვეტაძე-1.5 (4), მირანდა მიქაძე-0.5 (4), თორნიკე სანიკიძე-1.5 (4), დავით ჯოჯუა-1.5 (3), კონსტანტინე შანავა-2 (4), დავით არუთინიანი-2 (4), დავით ბენიძე-2 (4), ზურაბ ჯავახაძე-2.5 (3), შოთა აზალაძე-1 (1), გიორგი ბაღათუროვი-2 (3), მიხეილ მჭედლიშვილი-2 (3), მერაბ გაგუნაშვილი-1.5 (3).

ოთხი ტურის შემდეგ 7-7 ქულით პირველ-მეორე ადგილებს ბელა ხოტენაშვილის "პერა სფორი" და უქართველებო "ჩალი სფორი" იყოფენ, ნინო ხურციძის "აკდენიზ ბელედიეზი" 6 ქულით მესამე ადგილზეა.

3 ივლისს მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
*** დაიკიდე ბრად
chifo
12:25 21-07-2013
0
შეიძლება ასე წერაა?როდესაც ზოგი პირველ და ზოგი ბოლო დაფაზე თამაშობს და შედეგებს კი ერთნაირად უთვლით.მაგალითად ნინო ხურციძის და ბელა ხოტენაშვილის მიერ დაფებზე აღებული შედეგები ნაზი პაიკიძის მიერ თავის დაფაზე აღებულს შეადაროო?მარტო წერა ხომ არაა?აზრი და დატვირთვა ხომ უნდა ქონდეს დაწერილს
ქომაგი
13:38 06-07-2013
0

სიახლეები პოპულარული