ნაზი პაიკიძე: არ არსებობს წესი, რომელიც თავისუფალ ქალს აიძულებს, ატაროს ჰიჯაბი!

AutoSharing Option
მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 2017 წლის მარტში უნდა გაიმართოს, ჩაშლის პირასაა. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოჭადრაკე ქალები ტურნირის ბოიკოტს აპირებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი თეირანში უნდა გაიმართოს, მონაწილეები კი ახლახან გააფრთხილეს, რომ მათ ტურნირის მიმდინარეობისას ქალის სპეციალური მოსაცმელი - ჰიჯაბი უნდა ატარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმა და ციხე ელით.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ტურნირის ბოიკოტისკენ მოუწოდებს მოჭადრაკეებს, ამერიკის ჩემპიონი ნაზი პაიკიძეა.

"ყოვლად მიუღებელია ასეთი ტურნირის ჩატარება ქვეყანაში, სადაც ქალებს აიძულებენ, ჰიჯაბი ატარონ. მე კარგად მესმის კულტურათა შორის სხვაობა და ამას ვიღებ, მაგრამ ვერასოდეს
შევეგუები ქალთა უფლებების ხელყოფას.

იქ თამაში არ იქნება უსაფრთხო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოჭადრაკე ქალისთვის. არ არსებობს არანაირი წესი, რომელიც აიძულებს თავისუფალ ქალს, ატაროს ჰიჯაბი", - აცხადებს პაიკიძე.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფაქტია რომ არავის აქვს უფლება ვინმეს მიუთითოს როდის და სად რა ჩაიცვას
koka
11:04 06-10-2016
0
გააგებინეთ ამ გოგოს რომ ჰიჯაბს არ აცმევენ ნანამ თუ ითამაშა თეირანში არ არის თავისუფალი ქალი? ან სად ეცვა ჰიჯაბიი????
nazis
07:16 06-10-2016
1

სიახლეები პოპულარული