ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]

AutoSharing Option
სპორტსმენები ხშირად ეხვევიან სკანდალებში. ბუნებრივია, გამონაკლისი არც ქართველი სპორტსმენები არიან. ქვემოთ გთავაზობთ ბოლო წლების ყველაზე გამორჩეულ სკანდალურ შემთხვევებს, რომელთა მონაწილენიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ქართველი სპორტსმენები გახდნენ და ამბავი სხვადასხვა ქვეყნის მასმედიის საშუალებებში გაშუქდა.

სპორტსმენებს არც ფანები ჩამორჩნენ და ჩამონათვალში ერთი ფაქტი სწორედ გულშემატკივრების "დამსახურებით" მოხვდა. აი, დანარჩენს კი თანმიმდევრობით გავიხსენებთ:

გიორგი ქინქლაძე - ავარია მანჩესტერში "ფერარით"
1997 წლის ოქტომბერი
ქინქლაძე კაფეში თანაგუნდელ კაიტ სიმონს გაეხუმრა, რომ ნამდვილი სპორტული ავტომობილის შესაძლებლობებს აჩვენებ
და. წვიმიან ამინდში 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი "ფერარის" კაბრიოლეტი მოცურდა და საშინელ ავარიაში მოყვა. მანქანა ხიდის საყრდენ ბოძს შეეჯახა, ორივე ფეხბურთელი ავტომობილიდან გადმოვარდა. ქინქლაძე იოლად გადარჩა, აი, საიმონსმა კი ხელ-ფეხი მოიტეხა. ქინქლაძემ მალევე ახალი "ფერარი" იყიდა, ფოტოზე კი, სავარაუდოდ, მისი ნაავარიევი ავტომობილია...

Sportall.Ge

კოკაი და გაგამარუ - ჩხუბი რესტორანში
2001 წლის იანვარი
იაპონური და რუსული მედია წერდა, რომ ქართველ სუმოისტებს, კოკაის (ლევან ცაგურია) და გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) იაპონიაში, ინდურ რესტორანში ჩხუბი მოუვიდათ. ამბობენ, რომ ნასვამი სუმოისტების გაცეცხლებას რესტორნის ლამაზი შუშის კედელი შეეწირა.
Sportall.Ge

კახა კალაძის "ლამბორგინი" და ავარია უკრაინაში
2009 წლის მარტი
"მილანში" მოთამაშე კახა კალაძის "ლამბორგინი", რომელსაც უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის ვაჟი მართავდა, უჟგოროდთან ავარიაში მოყვა. კალაძემ უკრაინულ მედიასთან აღიარა, რომ ანდრეი სტრიჟაკი მისი ახლო მეგობარია და მის შვილს მანქანა სასეირნოდ ათხოვა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის, 11 წლის ბავშვი. მაშინ ის ავარია უკრაინაში მიაჩუმათეს.

Sportall.Ge

ახალგაზრდა ძიუდოისტები იაპონიიდან გამოყარეს
2011 წლის ნოემბერი
საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებები 2-კვირიან შეკრებაზე იმყოფებოდნენ ცუკუბას უნივერსიტეტში, მაგრამ ჩვენი სპორტსმენების მოქცევის გამო მათ არა მარტო უნივერსიტეტი, ქვეყანაც დაატოვებინეს.

ქართველი ძიუდოისტები ჰოლში ხმაურობდნენ, მუსიკას ხმამაღლა უსმენდნენ, ველოსიპედებით სიჩქარეს აჭარბებდნენ, ერთ-ერთ მათგანს კი სულაც ცეცხლმაქრი ხელში "აუფეთქდა". ქართველებს ერთმა ადგილობრივმა უჩივლა კიდეც. მოკლედ, მასპინძლებმა ითმინეს, ითმინეს და...

Sportall.Ge

ირაკლი ცირეკიძის დოპინგ-სკანდალი ნამცხვრის გამო
2011 წლის დეკემბერი
ირაკლი ცირეკიძე დოპინგზე ჩავარდა. ჰოლანდიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ცირეკიძემ ნამცხვარი გასინჯა, რომელსაც სპორტსმენისთვის აკრძალული მცენარის (მარიხუანა) თესლი ჰქონდა შერეული.

მოკლედ, "მხიარულმა ნამცხვარმა" კინაღამ ოლიმპიური ჩემპიონის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია გამოიწვია. შემამსუბუქებელი დეტალის გამო ჩვენებურს მხოლოდ 3-თვიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს.

თორნიკე ოქრიაშვილი - ინციდენტი გუნდელთან და დღე-ნახევარი ციხეში
2014 წლის აგვისტო
უკრაინასა და ბელგიაში თამაშისას ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის კიდევ რამდენიმე სკანდალური ინციდენტი გვახსოვს, მაგრამ მათში ეს შევარჩიეთ:

როცა თორნიკე ოქრიაშვილი "გენკში" გადავიდა, მას მალევე ინციდენტი შეემთხვა - ბელგიურ მედიაში გავრცელებული ცნობით, გუნდი ავტობუსით ბრუნდებოდა საგარეო მატჩიდან. თორნიკემ ერთი-ორი ჭიქა დალია და ღამის პირველ საათზე ის თანაგუნდელმა ნკგონკა ანელემ მიიპატიჟა შინ. შემდეგ ქართველმა აფრიკელის კანის ფერზე გაიხუმრა, რაზეც ანელე გაბრაზდა, ჩხუბში კი თორნიკემ მას ცხვირი გაუტეხა. დილისკენ პოლიციელებმა ის ნახეს გაჩერებულ მანქანაში, ჯერ კიდევ ნასვამი, საწვავის ავზიდან ბენზინი იღვრებოდა... დღე-ნახევარი მან ციხეში გაატარა, დააჯარიმეს 10 ათასი ევროთი. ქართველმა მოიბოდიშა.

Sportall.Ge

ბოროტი ხუმრობა სტამბოლის აეროპორტში
2014 წლის აპრილი
სტამბოლის აეროპორტში საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი ირაკლი ბუღრიძე დააკავეს. ნაკრები მაკედონიიდან ბრუნდებოდა, სადაც "განვითარების თასზე" იასპარეზა. ფეხბურთელი სტიუარდესას გაეხუმრა, რომ საათის მექანიზმიანი ბომბი ჰქონდა, პილოტმა კი სტამბოლის პოლიციას შეატყობინა. თვითმფრინავი დაცალეს და რეისი სამი საათის დაგვიანებით შესრულდა. საქართველოს საელჩოს წყალობით, არასრულწლოვანი ფეხბურთელი მალევე გაათავისუფლეს.

გიორგი ილურიძე - ავარია ხორვატიაში
2014 წლის აპრილი
გიორგი ილურიძე სპლიტის "ჰაიდუკის" ფეხბურთელობისას ხორვატიაში ავარიაში მოყვა, თუმცა ხეს შემსკდარი ავტომობილიდან ფეხბურთელი უვნებელი გადმოვიდა.

ესეც ერთ-ერთი დეტალი იყო, რის გამოც ქართველი ფეხბურთელის ხორვატიული კარიერა ვერ შედგა. "გიორგი ილურიძის ნახევარწლიანი მოღვაწეობიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მისი ავარია იყო", - წერდა მაშინ ერთ-ერთი ხორვატიული წყარო.

Sportall.Ge

"დილას" ფანები დანიაში მაღაზიაში ქურდობისთვის დაიჭირეს
2012 წლის ივლისი

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ორჰუსთან" სათამაშოდ გორის "დილას" გაყოლილი 47 ფანიდან ორი მაღაზიაში ქურდობისთვის დააკავეს, ერთი კი ევროპაში არალეგალურად დარჩა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია "დილას" პრესსამსახურმა უარყო, თუმცა...

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
პატივცხებულო დათო იქნებ თავად გადაგემოწმებინა, შენგან განსხვავებით არაფერი მელანდება. იაპონური წყაროებიც ვნახე და ღრუსულებიც.

შენ ეტყობა მაგრა გეწვის 1 ადგილი ღრუსების ძაგებაზე.
giga
13:13 28-12-2016
0
ეხ გიგა, გიგა რავა ყველაფერში რუსი გელანდება, შედეგები ხომ სახეზეა.
დათო
13:07 28-12-2016
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული