მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში სპორტის კომიტეტს ჩაიბარებს

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე "ქართული ოცნება" მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას წარადგენს, პირველი მოადგილის თანამდებობაზე - შოთა ხაბარელს, ხოლო მოადგილედ - ბიძინა გეგიძეს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი შემტევი პარლამენტში მაჟორიტარული არჩევნების შედეგად ნაძალადევში აირჩიეს.

დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში, და წარმოუდგენელია, ასე არ მოხდეს, ყაველაშვილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე შეცვლის ლერი ხაბელოვს, რომელიც ამ თანამდებობაზე წინა მოწვევის პარლამენტში მუშაობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ყაველ...
dado
15:29 15-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული