პირველ სვლას ახალი პრეზიდენტი გააკეთებს - სპორტული ამბები დონალდ ტრამპზე

AutoSharing Option
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩის გახსნაზე დაპატიჟა და მას პირველი სვლის გაკეთება შესთავაზა.

"ტრამპს ძალიან კარგად ვიცნობ. მიხარია, რომ მან გაიმარჯვა. ეს კარგი იქნება აშშ-ში ჭადრაკის განვითარებისთვის. მე მას გავუგზავნე მიწვევა მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მატჩის პირველ პარტიაში პირველი სვლის გასაკეთებლად", - თქვა პრეზიდენტმა.

ტიტულისთვის მატჩი 11-30 ნოემბერს, ნიუ იორკში გაიმართება. ნორვეგიელი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი რუს სერგეი კარიაკინს შეხვდება.

ტრამპი, შესაძლოა, ეწვიოს გახსნის ცერემონიას, მაგრამ თავად ილუმჟინოვი იქ არ
იქნება. საქმე ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი უთხრა ფიდეს პრეზიდენტს ქვეყანაში შესვლაზე. 2015 წლის 25 ნოემბერს, ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ილუმჟინოვი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. ის დაადანაშაულეს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადისა და არაბეთის რესპუბლიკის მხარდაჭერაში.

* * *
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ, შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს ლოს ანჯელესის შანსებზე - უმასპინძლოს 2024 წლის ოლიმპიური თამაშებს.

საგანაცხადო კომიტეტი შიშობს, რომ ტრაპის, როგორც რასისტის, ქსენოფობისა და სექსისტის იმიჯი გავლენას იქონიებს ხმების რაოდენობაზე, რომელსაც აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ელოდება არაბული და ლათინოამერიკული ქვეყნებიდან.

2024 წლის ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქს 2017 წლის 13 სექტემბერს აირჩევენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე. ლოს ანჯელესის კონკურენტები იქნებიან - პარიზი და ბუდაპეშტი.

* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენლებმა სოლიდური ფინანსური წვლილი შეიტანეს ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაში. საერთო თანხამ 1.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა მეჯიქ ჯონსონმა 529 700 დოლარი გაიღო, ასევე თანხა შეიტანეს გრანტ ჰილმა, ჯეისონ კოლინზმა და ჯეისონ კიდმა. ყველაზე დიდ თანხას შეელია აგენტი კეინი ვასერმანი - 709 500 დოლარი.

ლიგის არც ერთ წარმომადგენელს ერთი ცენტიც არ გაუმეტებია რესპუბლიკური პარტიის კანდიდატისთვის დონალდ ტრამპისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული