18 იანვარს ჟურნალ "ლელო week"-ის ახალი ნომერი გამოვა

AutoSharing Option
შაბათს, 18 იანვარს ჟურნალ "ლელო week"-ის მე-6 ნომერი გამოვა, რომელშიც წაიკითხავთ:

ერთი კვირის მოვლენების მიმოხილვას;

ინტერვიუს საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარე აკაკი დევაძესთან;

რუბრიკით - "სახელები", გთავაზობთ ინტერვიუს თბილისის "დინამოს" ყოფილ კალათბურთელ გივი ბიჭიაშვილთან;

აქვეა ინტერვიუ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილ ფეხბურთელ მალხაზ ასათიანთან;

ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ ინტერვიუ "დორტმუნდის" მწვრთნელ იურგენ კლოპთან;

ცხადია, გვერდს ვერ ავუვლიდით კვირის გმირს - "ოქროს ბურთის" გამარჯვებულ კრიშტიანო რონალდოს. ინტერვიუსთან ერთად, გთავაზობთ 10 ფაქტს მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელზე;

ინტერვიუ ევროპის წლის საუკეთესო კალათბურთელ ტონი პარკერთან;

საინტერესო მასალას წაიკითხავთ ქართული რაგბის სათავეებზეც. ასევე - ინტერვიუს მორაგბე მერაბ შარიქაძესთან;

და კიდევ - ტრადიციული სახალისო გვერდები, სკანვორდი და პოსტერები.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სდტადტრ
trsr
13:14 03-07-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული