სხვადასხვა

ოლიმპიზმი

ქართულ სპორტს ფსიქოლოგები დაეხმარებიან - ინტერვიუ ზურაბ კახაბრიშვილთან

AutoSharing Option
ფოტოზე: ზურაბ კახაბრიშვილი და ბექა ღვინიაშვილი
ეტყო­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფომ მარ­თ­ლა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნიზ­რა­ხა ქარ­თუ­ლი სპორ­ტის­თ­ვის ისე­თი მტკივ­ნე­უ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, რო­გო­რიც ფსი­ქო­ლოგ­თა დახ­მა­რე­ბაა.

ამ მხრივ რიო დე ჟა­ნე­ი­როს ოლიმ­პი­ა­და ძლი­ე­რი შე­ჯან­ჯღა­რე­ბა გა­მოდ­გა - ძა­ლი­ან ბევ­რ­მა სპორ­ტ­ს­მენ­მა სწო­რედ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვერ გა­უძ­ლო სა­ტურ­ნი­რო დატ­ვირ­თ­ვას, გა­დამ­წყ­ვეტ მო­მენ­ტ­ში შედ­რ­კა და მო­ი­შა­ლა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში ­სა­ცე­მი სა­ჭი­დაო სა­ხე­ო­ბებ­ში იყო ანუ ორ­თაბ­რ­ძო­ლებ­ში, სა­დაც ხა­სი­ა­თის სიმ­ტ­კი­ცეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ პრობ­ლე­მა­ზე დღ­ე­­მ­დე მხო­ლოდ ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ, პრა­ქ­ტი­კუ­ლად კი თით­ქ­მის
არა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და. მთა­ვარ მი­ზე­ზად უფუ­ლო­ბა სა­ხელ­დე­ბო­და, რის გა­მოც გუნ­დებ­ში ფსი­ქო­ლოგ­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ვ­ნა არ ხერ­ხ­დე­ბო­და. სხვა­ნა­ი­რად რომ ვთქვათ, სა­ხელ­მ­წი­ფო თუ ფე­დე­რა­ცი­ე­ბი ფსი­ქო­ლო­გის ხელ­ფასს ზო­გავ­დ­ნენ, თუმ­ცა არა­ვინ და­გი­დევ­და, ამით რამ­დენს ჰკარ­გავ­დ­ნენ.

ბო­ლო ხა­ნებ­ში კი გა­მოჩ­ნ­დ­ნენ ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი - ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცია, რაგ­ბის კავ­ში­რი, რომ­ლებ­მაც და­უშ­ვეს სა­თა­ნა­დო შტა­ტი და მი­იწ­ვი­ეს ფსი­ქო­ლო­გე­ბი, რი­ოს ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც ეს სფე­რო ერთ-ერთ მთა­ვარ პრობ­ლე­მად და­ა­სა­ხე­ლა - სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ფსი­ქო­ლოგ­თა მოწ­ვე­ვა­ზე ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ალა­პა­რაკ­და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როც და ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტიც.

რა იგეგ­მე­ბა ამ კუთხით და რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ფსი­ქო­ლო­გის სამ­სა­ხურს, ამა­ზე ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დის მთა­ვა­რი ექი­მი ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სპორ­ტ­ს­მე­ნის გა­მოს­ვ­ლა­ში 90 პრო­ცენ­ტი მო­დის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე - გვითხ­რა ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა. ამი­ტომ შე­ვარ­ჩი­ეთ ახალ­გაზ­რ­და ექი­მი ვახ­ტანგ უკ­ლე­ბა, ვი­საც გერ­მა­ნი­ა­ში აქვს სერ­ტი­ფი­კა­ტი აღე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ამ სა­კითხებ­ში. მან იცის რო­გორც ევ­რო­პუ­ლი, ასე­ვე იაპო­ნუ­რი მო­დე­ლი, ერ­კ­ვე­ვა სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბებ­ში.

ის ჩარ­თუ­ლი იყო ბა­კუ­რი­ა­ნის, ყვარ­ლის, დუ­შე­თის შეკ­რე­ბებ­ში, უკ­ვე მო­ას­წ­რო მუ­შა­ო­ბა იმა­ვე ხინ­ჩე­გაშ­ვილ­თან, ტა­ლა­ხა­ძეს­თან, პეტ­რი­აშ­ვილ­თან, ლი­პარ­ტე­ლი­ან­თან და სხვებ­თან, მაგ­რამ ერთ შეკ­რე­ბა­ზე შე­დე­გის მიღ­წე­ვა ძნე­ლია. ად­რე სიდ­ნე­ი­შიც გვყავ­და ფსი­ქო­ლო­გი წაყ­ვა­ნი­ლი - ამი­რან გრი­გო­ლა­ვა, მაგ­რამ მას დრო არ ეყო სა­მუ­შა­ოდ.

გუნ­დ­ში ფსი­ქო­ლო­გის ჩარ­თ­ვა ახ­ლაც ყვე­ლა მწვრთნელს სურ­და, მაგ­რამ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მაა. ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ა­ში უკ­ვე შე­ვა­თან­ხ­მე, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატს ფსი­ქო­ლო­გიც და­ეს­წ­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­ხე­დავს რე­ა­ლო­ბას, მწვრთნე­ლებ­თან თუ ფე­დე­რა­ცი­ას­თან ერ­თად გეგ­მას შე­ი­მუ­შა­ვებს და შეკ­რე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა გუნ­დ­თან ერ­თად, იმუ­შა­ვებს რო­გორც სპორ­ტ­ს­მენ­თან, ასე­ვე - მწვრთნელ­თან, რად­გან მას­ზე ძა­ლი­ან ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ფსი­ქო­ლო­გი გა­სახ­დე­ლის დო­ნემ­დე თუ იქ­ნე­ბა სპორ­ტ­ს­მენ­თან, ხო­ლო ტა­ტამ­თან, ხა­ლი­ჩას­თან ყოფ­ნის უფ­ლე­ბა არ აქვს. იქამ­დე მწვრთნე­ლი მიჰ­ყ­ვე­ბა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, უფ­რო მე­ტად აან­თოს და მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­უ­კე­თოს სპორ­ტ­ს­მენს. ამი­ტო­მაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მწვრთნე­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა.

უკ­ვე შევ­ხ­ვ­დი ყვე­ლა ფე­დე­რა­ცი­ის მწვრთნე­ლებს, თუმ­ცა სა­ჭი­როა ისე­თი ფსი­ქო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც სპორ­ტ­ს­მე­ნებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­უდ­გე­ბი­ან, რად­გან ყვე­ლას თა­ვი­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პორ­ტ­რე­ტი უნ­და ჰქონ­დეს. სა­ა­მი­სოდ დავ­წე­რეთ და უკ­ვე ჩა­ვა­ბა­რეთ სა­მი­ნის­ტ­როს მიზ­ნობ­რი­ვი პრო­ექ­ტი, რომ გა­ი­სად ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რის, სპ­ორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის თან­ხ­მო­ბით შე­იქ­მ­ნას და აშენ­დეს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რი, სა­დაც ბავ­შ­ვო­ბი­დან ფსი­ქო­ლო­გე­ბიც იქ­ნე­ბი­ან, რა­თა მო­ზარ­დ­მა ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი გა­ი­ა­როს.

არ მინ­და, ფსი­ქო­ლო­გია იყოს ბა­ნა­ლუ­რი სიტყ­ვა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად წა­ვა­გეო. ანუ რა გა­მო­დის - ოლიმ­პი­ა­და­ზე წაყ­ვა­ნი­ლი 40 კა­ცი მარ­ტო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად არ იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ამი­ტომ ვერ ავი­ღეთ 40 ოქ­რო? ფსი­ქო­ლო­გი­ის გარ­და, სხვა ყვე­ლა­ფერ­ში მზად იყ­ვ­ნენ?

სპორ­ტ­ში ბევ­რი ნი­უ­ან­სია, რაც ასე იოლად არ წყდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ­ზა­დო და კონ­კ­რე­ტუ­ლად იმ დღეს მო­ი­შა­ლოს, ვერ გა­ნეწყოს, ვერ იას­პა­რე­ზოს სა­თა­ნა­დოდ. მა­გა­ლი­თად, მე სა­ერ­თოდ ავ­კ­რ­ძა­ლავ­დი ტე­ლე­ფო­ნებს, თუმ­ცა ესეც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ისე არაა, ამას ეს მოს­წონს, იმას - ის. ყვე­ლა­ფე­რი პი­რო­ბი­თია - შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცამ უბ­რა­ლო წყა­ლი და­ლი­ოს და იმით მო­ი­გოს ოლიმ­პი­ა­და, ვი­ღა­ცამ კი ვი­ტა­მი­ნე­ბი­თაც ვე­რა­ფე­რი ქნას.

სიტყ­ვა ფსი­ქო­ლო­გია ესაა მეც­ნი­ე­რე­ბა ტვინ­ზე, ტვინ­თან და სპორ­ტ­ს­მენ­თა უჯ­რე­დულ დო­ნემ­დე რომ ჩახ­ვი­დე, სულ მათ­თან უნ­და იყო. თუმ­ცა არა მარ­ტო სპორ­ტ­ს­მენ­თან, არა­მედ - მწვ­რთნელ­თა­ნაც. ეს ჩე­მი კა­ტე­გო­რი­უ­ლი მოთხოვ­ნაა. ძი­უ­დოს, ჭი­და­ო­ბის თუ სხვა ფე­დე­რა­ცი­ე­ბი, ვი­საც ამ თე­მა­ზე ვე­ლა­პა­რა­კე, ამა­ზე თა­ნახ­მა არი­ან.

- თუმ­ცა ერ­თი ვახ­ტანგ უკ­ლე­ბა ამ პრობ­ლე­მას ვერ მო­აგ­ვა­რებს. რა კეთ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა მო­სამ­ზა­დებ­ლად და გა­მო­ი­ყე­ნებთ თუ არა უცხო­ურ კად­რებს?
- ფსი­ქო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ციაა შექ­მ­ნი­ლი, რო­მელ­საც მალ­ხაზ და­ვი­თაშ­ვი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. ძი­უ­დოს თა­ვი­სი ფსი­ქო­ლო­გი ჰყავს - სო­ფო ტა­ბა­ღუა, არი­ან სხვე­ბიც... ლა­პა­რა­კია უცხო­ე­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა­ზეც. გვინ­და, უკ­ვე მო­მუ­შა­ვე ფსი­ქო­ლო­გებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და­ვუ­დოთ და მა­თი მო­ვა­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა მუ­შა­ო­ბა გუნ­დებ­თან.

სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს უკ­ვე მივ­წე­რეთ და გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხაც ჩა­ვას­მე­ვი­ნეთ ამ კუთხით. გვე­ი­მე­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი­საც, რო­მელ­საც აქვს "ოლიმ­პი­უ­რი სო­ლი­და­რო­ბის" პროგ­რა­მა - შე­იძ­ლე­ბა, იქაც გა­იგ­ზავ­ნონ რო­გორც ფსი­ქო­ლო­გე­ბი, ასე­ვე - ფიზ­მომ­ზა­დე­ბის მწვრთნე­ლე­ბი.

შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე მწვ­რთნე­ლი გა­და­ვამ­ზა­დოთ, ვი­საც დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სპორ­ტუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ის თუნ­დაც პა­ტა­რა კურ­სი სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ან სპორ­ტის აკა­დე­მი­ა­ში. ამა­ზეც თა­ნახ­მა ვართ და უნ­და მოვ­ძებ­ნოთ ასე­თი ხალ­ხი, ვი­საც გუ­ლით უნ­და მუ­შა­ო­ბა და არა ისე­თე­ბი, მივ­ლი­ნე­ბებ­ში წა­მო­ვი­დეს და მე­რე თქვას, აი, მე ჩე­მი საქ­მე გა­ვა­კე­თეო. არა, შე­ნი კი არ უნ­და გა­ა­კე­თო, იმა­ზე მე­ტი უნ­და შეძ­ლო, რა­საც ქვე­ყა­ნა და სპორ­ტ­ს­მე­ნის ტვი­ნი მო­ითხოვს, რაც ორ­გა­ნიზმს შე­უძ­ლია.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აუცი­ლებ­ლად ვგეგ­მავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტებს. ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა, რო­ცა ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­მა ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვილ­მაც ისა­უბ­რა და სე­ოკ-ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ლე­რი ხა­ბე­ლოვ­მაც.

- ფსი­ქო­ლო­გე­ბი მთლი­ა­ნად მო­ი­ცა­ვენ ეროვ­ნულ ნაკ­რე­ბებს?
- გა­აჩ­ნია, რამ­დენ კაცს დაგ­ვი­ნიშ­ნა­ვენ, რა დო­ნით იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ძნე­ლია, ეს ხალ­ხი თვე­ო­ბით წა­ვი­დეს შეკ­რე­ბებ­ზე, რად­გან მათ სამ­სა­ხუ­რე­ბი აქვთ. მე მა­ინც ვფიქ­რობ, პირ­ველ ეტაპ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის შემ­დეგ გუნ­დ­ში მოხ­ვედ­რის ყვე­ლა კან­დი­და­ტი უნ­და შე­ის­წ­ავ­ლონ. ამის მი­ხედ­ვით უნ­და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ სტრა­ტე­გი­ულ გუნ­დებ­ზე და პლუს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი, სა­დაც წარ­მა­ტე­ბის დი­დი შან­სია - კა­ნოე, ტან­ვარ­ჯი­ში, ბა­ტუ­ტი, ფა­რი­კა­ო­ბა, ცურ­ვა და სხვა.

ფსი­ქო­ლო­გია იდე­ო­ლო­გი­ა­სა და პატ­რი­ო­ტიზ­მ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი. მე რომ ახალ­გაზ­რ­და ბერ­ძენ-რო­მა­ელ­თა გუნდს ვუ­ყუ­რებ, იმათ მარ­თ­ლა ფა­ნა­ტი­კუ­რად უყ­ვართ სპორ­ტი, მაგ­რამ დი­დებ­ში უკ­ვე ერ­თ­ვე­ბა მეც­ნი­ე­რუ­ლი მან­ქა­ნა.

რო­გორც ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დის მთა­ვა­რი ექი­მი, პირ­და­პირ ვამ­ბობ - დღეს რა­საც ვი­გებთ, ეს მარ­თ­ლა ღმერ­თის და მარ­თ­ლა დი­დი შრო­მის ნა­ყო­ფია, რო­მე­ლიც ჩა­დე­ბუ­ლია ამ ყვე­ლა­ფერ­ში, მაგ­რამ სა­ნამ არ იქ­ნე­ბა სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტ­რი, 7-8 მე­დალ­ზე მეტს ვე­რა­სო­დეს ვერ ავი­ღებთ.

ჩვენ ვერ გავ­ზ­რ­დით მა­გარ მო­ცუ­რა­ვეს, აქ თუ ისე­თი­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არ იქ­ნე­ბა, რაც უკ­ვე არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ