"ეს ოლიმპიადა ცალსახად იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სპორტის ისტორიაში"

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქართველ სპორტსმენს გენო პეტრიაშვილს რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცა.

როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, ეს ოლიმპიადა ცალსახად იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სპორტის ისტორიაში.

"მინდა ჩვენს გულშემატკივრებს მივულოცო ქართველი ფალავნის მორიგი წარმატება. ძალიან კარგად გამოვიდა. განსაკუთრებით დამაჯერებელი იყო ბრინჯაოს მედლისთვის მისი ბრძოლა. ახალგაზრდა ფალავანია. პირველი ოლიმპიადა იყო, ყველაფერი წინ აქვს. ის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება და იმედია, რომ მომდევნო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს ოქროში გადაცვლის. ჩვენ იმედი გაქვს, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი
ფალავნებიც ივაჟკაცებენ და მორიგი ახალი წარმატებით დავასრულებთ ოლიმპაიდას. ეს ოლიმპიადა ცალსახად იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სპორტის ისტორიაში", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენმა გენო პეტრიაშვილმა (125) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში ამერიკელი ტერველ დლაგნევი 10:0 დაამარცხა.

- რიო 2016: გენო პეტრიაშვილმა საქართველოს მეშვიდე მედალი მოუტანა [VIDEO]

პეტრიაშვილის მედლის შემდეგ საქართველოს მთლიანობაში 7 მედალი აქვს. საქართველოს ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ვერცხლის - ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოსი კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოუტანეს.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებული არა ... მოშორდი სამინისტროდან!!!)))
svani
23:09 21-08-2016
0
კაი დაიწყებს ეხლა ბაქიბუქს შენი დამსახურებაა ვიცით ხოო ყველა როგორ რაგაცას გვატყუებს ბიჯოო მაშინ იქნება წარმატეღეთ კაი რა ატყუებთ ვინმეს თქვენს გარდა სპორტი არავინ იცის?
fexburteli
21:23 21-08-2016
0

სიახლეები პოპულარული