ლაშა ტალახაძეს, ირაკლი თურმანიძესა და შმაგი ბოლქვაძეს საჩუქრად ბინები გადაეცათ

AutoSharing Option
რიოს 2016 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს ბათუმში საჩუქრად ბინა გადაეცემა.

ასევე ბინები უკვე გადაეცათ "სვეტისგან" ძალოსან ირაკლი თურმანიძეს, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძეს, რომელმას ასევე ბრინჯაო მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამშენებლო კომპანია "სვეტი" ავრცელებს.

"ვულოცავთ ჩვენს სახელოვან ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედლის მოპოვებას. მას ჩვენი კომპანიისგან აქციის - "ოლიმპიური ოქროს მედალი - ერთი ბინა ოლიმპიურ ქალაქში" ფარგლებში საჩუქრად გადაეცემა ბინა ბათუმში, "სვეტის" მშენებარე კომპლექსში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი თურმანიძეს და შმაგი
ბოლქვაძეს, რომლებმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ჩვენმა კომპანიამ უკვე გადასცა საჩუქრად ბინები "სვეტის" ოლიმპიურ ქალაქში ბათუმში, როგორც ლიცენზიანტებს აჭარის რეგიონიდან.

22 წლის ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც წლევანდელ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ამავდროულად, ჯამში დაძლეული 473 კგ-ით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას ყველა დარჩენილ ქართველ ოლიმპიელს!" - ნათქვამია "სვეტის" განცხადებაში.

- რიო 2016: ლაშა ტალახაძის შოკი და ირაკლი თურმანიძის მალამო [VIDEO+PHOTO]
- რიო 2016: ერთადერთი, რაც შმაგი ბოლქვაძემ ვერ გააკეთა... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგნოლიაში მიცემენ ალბათ ბინას :D
giorgi
12:34 18-08-2016
0

სიახლეები პოპულარული