რიო 2016: ანასტასია გოტფრიდმა დებიუტი მეოთხე ადგილით აღნიშნა

AutoSharing Option
საქართველოს სახელით მოასპარეზე ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე B ჯგუფში იასპარეზა და 8 სპორტსმენს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.

+75 კგ წონითი კატეგორიის გამოსვლები ქალთა შორის 14 აგვისტოს ჩატარდა. B ჯგუფში გოტფრიდმა ატაცში 113 კგ დაძლია, აკვრაში კი - 135 კგ და ჯამში, 248 კგ-ით მე-4 ადგილი დაიკავა.

საუკეთესო მაჩვენებელი B ჯგუფში ვენესუელის წარმომადგენელ ისაბელ ესპინოზას ჰქონდა, რომელმაც ჯამში 273 კგ (121-152) დაიმორჩილა.

წონის ლიდერებმა მედლებისათვის, ტრადიციულად, A ჯგუფში იბრძოლეს. ოლიმპიური ჩემპიონი ქალთა შორის აღნიშნულ წონით კატეგორიაში
ჩინეთის წარმომადგენელი მენგ სუპინგი გახდა ჯამური 307 კილოგრამით.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სათაურებს მაგრად არჩევთ, მომავალში ეგეთი რამეც შეგიძლიათ დაწეროთ სათაურად: ჩვენმა სპორტსმენსმა X-მა დაიკავა პირველი ადგილი, მერე სტატიაში სადღაც ბოლოში, სულ პატარა ასოებით მიაწეროთ - "ბოლოდან"!
ზვიადი
13:31 15-08-2016
0
დებიუტანტისთვის კარგი შედეგია

მადლობა ჩვენ სპორტსმენებს

სახელმწიფო სანამ არ მიხედავს სპორტს მანამ არ ივარგებს ის სახალხოდ
ratomac ara
12:09 15-08-2016
0

სიახლეები პოპულარული