სხვადასხვა

ოლიმპიზმი

ლაშა შავდათუაშვილი: უფლება არ მქონდა, 8 აგვისტოს რუსთან წამეგო

AutoSharing Option
8 აგვისტოს, ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელმაც რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რუსი დენის იარცევის დამარცხების შემდეგ ემოციური კომენტარი "რუსთავი 2"-თან გააკეთა.

ქართველმა ძიუდოისტმა რუსი მეტოქე რეპეშაჟში დაამარცხა. არადა, შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ლაშამ ბოლო 30 წამში შეძლო ჯერ ვაზარის მოპოვება, შემდეგ კი იპონით გამარჯვება. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"დღეს ისეთი დღე იყო, ვფიქრობდი, რომ მე უფლება არ მქონდა, ეს შეხვედრა წამეგო. ცოტა ვნერვიულობდი კიდევაც, იმიტომ,
რომ 8 აგვისტო იყო და ჩვენი გმირების სახელით, მე უფლება არ მქონდა, გავსულიყავი და ყველაფერი არ გამეკეთებინა, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია და არ ვართ სუსტები”, - განაცხადა შავდათუაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

იარცევთან გამარჯვების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ებრაელი საგი მუკი დაამარცხა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

- რიო 2016: ვაშა ლაშას! პირველი და ისტორიული მედალი [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ