რიო რუსი მძლეოსნების გარეშე! - სპორტულმა არბიტრაჟმა რუსების ბოლო იმედი მოკლა

AutoSharing Option
სპორტულმა არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის და 68 რუსი სპორტსმენის სარჩელი მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) მიმართ.

ასე რომ, რუსი მძლეოსნები რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე არ იასპარეზებენ! გამონაკლისი მხოლოდ სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინა იქნება.

დოპინგ-ტესტების გაყალბებისა და აკრაძალული პრეპარატების გამოყენების გამო, რუსი მძლეოსნების დასჯის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის 13 ნოემბერს მიიღეს. რუსებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლებოდა. 17 ივნისს IAAF-მა დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა, ხოლო 21 ივნისს მას მხარი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაუჭირა. ახლა კი არც სპორტულმა არბიტრაჟმა
დაიჭირა რუსების მხარე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული