დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?

AutoSharing Option
დღეს, 23 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი არსებობის ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში მორიგ ფურცელს გადაშლის - 12 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საარჩევნო-საანგარიშო სესია ჩატარდება.

სხდომაზე მოისმენენ განვლილი ოთხწლიანი ციკლის ანგარიშს, კიდევ ერთხელ ისაუბრებენ და შეაფასებენ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ჩვენი დელეგაციის გამოსვლას, თუმცა მისი კულმინაცია საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.

ამ პოსტზე ორი კანდიდატია - მოქმედი პრეზიდენტი, მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტარი ლერი ხაბელოვი და ვეტერანი ხელბურთელი, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.

საინტერესოა, რომ 2000-04 წლებში, ამ პოსტზე მუშაობისას მეძმარიაშვილის
ერთ-ერთი მოადგილე ხაბელოვი იყო, დღეს კი მათი გზები სულ სხვა პოსტისთვის ბრძოლაში გადაიკვეთება.

ლერი ხაბელოვი
დაიბადა: 1964 წლის 5 ივლისს თბილისში
თავისუფალ ჭიდაობაში ბარსელონას (1992) ოლიმპიადის ჩემპიონი და სეულის (1988) თამაშების ვერცხლისმედალოსანი; მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93) და ბრინჯაოსპრიზიორი (1995); ევროპის ოთხგზის გამარჯვებული (1985, 87, 88, 92); მსოფლიოს თასის მფლობელი (1991); ყოფილი საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88); ყოფილი სსრკ-ის ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986).
ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი; 2004-07 წლებში იყო სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი; 2012 წლიდან დღემდე სეოკ-ის პრეზიდენტია. 2012-16 წლების მოწვევის პარლამენტში ხელმძღვანელობდა სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს; პარლამენტარი.

ირაკლი მეძმარიაშვილი
დაიბადა: 1962 წლის 29 იანვარს თბილისში
სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე (2000-04); სეოკ-ის აღმასკომის წევრი (2004-08); მსოფლიოს ჭიდაობის ფედერაციის სენატორთა კლუბის წევრი (2004-11); geosport.ltd-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი (2004-05); ფსკ "დინამოს" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (2005-06); ეროვნული სტადიონის გენერალური დირექტორი (2006-09); ფიფა-ს საფეხბურთო აგენტი 2005 წლიდან; სეოკ-ის წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებში 2012 წლიდან; საზოგადოება "თბილისელის" გამგეობის თავმჯდომარე 2013 წლიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორი ვაი თუ უი იქნება, რა მნიშვნელობა აქვს?!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული