თბილისის 2015: საქართველოს ბრინჯაოს მედალი გელა ზაალიშვილმა მოუტანა

AutoSharing Option
ქართულმა დელეგაციამ თბილისში გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 10 მედლით დაასრულა. ტურნირზე ბოლო - ბრინჯაოს მედალი ქვეყანას მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა გელა ზაალიშვილმა მოუტანა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი რუსტამ კოტსოიევი დაამარცხა.

ამრიგად, საქართველომ ფესტივალზე 4 ოქროს და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ათიდან 9 მედალი ძიუდოისტების ანგარიშზეა.

ნახევარფინალში გელა ავსტრიელ სტეფან ჰეგთან დამარცხდა, მანამდე კი მან ესპანელ დავიდ სანდსტრომს, სლოვენიელ ენეი მარინიჩსა და ბელორუს იახორ კუხარენკას აჯობა

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული