თბილისი 2015: ქართველი ფრენბურთელი გოგონები ჩეხეთთანაც დამარცხდნენ

AutoSharing Option
თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც დღეს დასრულდება, მე-7 ადგილისთვის მატჩში, საქართველოს ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა 2:3.

საბოლოოდ ქართველმა გოგონებმა 5 მარცხით, ფესტივალზე გამოსვლა მე-8 ადგილზე დაასრულეს.

1-ელ აგვისტოს გამართული შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. პირეველ და მეორე სეტში ჩეხებმა იმარჯვეს (25:21, 25:19 ), ხოლო მესამე და მეოთხე სეტები საქართველოს ნაკრებმა მოიგო (25:21, 25:22). გადამწყვეტი, ბოლო მეხუთე სეტი აღმოჩნდა, რომელშიც ჩეხეთის ეროვნულმა გუნდმა ანგარიშით 15:9 გაიმარჯვა და ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული