თბილისი 2015: კალათბურთის მატჩი ტაბლოს გათიშვის გამო გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის სპორტის სასახლეში მწყობრიდან ტაბლო გამოვიდა, რის გამოც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გასამართი მატჩი სერბეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის გადაიდო.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თამაშის დაწყების წინ ტექნიკურმა ჯგუფმა ვერ მოახერხა ტაბლოს გამართვა, ხოლო ევროპის ოლიმპიური კომიტეტის კომისარმა თამაშების გადადება მოითხოვა.

შეჯიბრების მენეჯერი აცხადებს, რომ დილიდან ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა, თამაშის დაწყების წინ სამართავ პულტს მცირედი ხარვეზი შეექმნა. გიორგი ბუცხრიკიძის განცხადებით, სერბეთი-იტალიის მატჩი მოგვიანებით გაიმართება, სხვა თამაშები კი გრაფიკის მიხედვით გაგრძელდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული