არა ოლიმპიადას? 2018 წლის თამაშებზე NHL-ის მოთამაშეები არ იქნებიან

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობა და კლუბების მფლობელები ეჭვობენ - რამდენად მიზანშეწონილია NHL-ის მოთამაშეების მონაწილეობა 2018 წლის ზამთრის თამაშებზე. ამის შესახებ აცხადებს ინკოგნიტო წყარო, რომელიც კარგად იცნობს სიტუაციას.

"მოთამაშეებს სურთ კორეაში ოლიმპიადაზე გამგზავრება, მაგრამ ხელმძღვანელობა კატეგორიული წინააღმდეგია", - აცხადებს წყარო.

აღნიშნავენ, რომ ასეთ შემთხვევაში, აშშ-ისა და კანადის ნაკრებები, შესაძლოა, ევროპის ლიგებში მოთამაშე ჰოკეისტებით დაკომპლექტდნენ. "დრო სულ უფრო ცოტა რჩება, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას კი ჯერ არ შეუთავაზებია პრობლემის გადაწყვეტის თუნდაც ერთი ვარიანტი, რომელიც ლიგას დააინტერესებდა", - დაამატა ინკოგნიტო წყარომ.

ჰოკეის ეროვნული ლიგის
მოთამაშეებმა, შესაძლოა, გამოტოვონ 2018 წლის ოლიმპიური თამაშები, რადგან ლიგამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ვერ შეძლეს შეთანხმება მოთამაშეთა დაზღვევისა და ტრანსპორტის ხარჯებზე.

2018 წელს, ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში გაიმართება 9-25 თებერვალს. კანადა ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული