ლენს არმსტრონგს ლუდი და სირბილი არ გამოუვიდა

AutoSharing Option
დოპინგის მიღებისთვის სამუდამოდ დისკვალიფიცირებულმა ამერიკელმა ველომრბოლელმა ლენს არმსტრონგმა მონაწილეობა მიიღო გარბენში, სახელწოდებით - "ერთი მილი ლუდით", თუმცა ვერ შეძლო დისტანციის დასრულება.

"ერთი მილი ლუდით" - ეს არის გარბენი 1609 მეტრზე. მონაწილემ ყოველი წრის წინ უნდა გახსნას ერთი ქილა ლუდი და ბოლომდე შესვას ის. სულ მარშრუტში ოთხი წრე შედის.

ამ სახეობაში მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატში არმსტრონგმა მხოლოდ ერთი წრე გაირბინა, რის შემდეგაც ბრძოლა შეწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული