ტაიგერ ვუდსს ლინდსი ვონთან რომანი მოუხდა

AutoSharing Option
ტაიგერ ვუდსი კვლავ მსოფლიოს პირველი გოლფისტია. ლეგენდარულმა ამერიკელმა ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში მოიგო არნოლდ პალმერის სახელობის ტურნირი, რითაც პროფესიული გოლფის რეიტინგის პირველ საფეხურზე ჩაანაცვლა ჩრდილოირლანდიელი რორი მაკილროი.

ტაიგერმა 2010 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად დაიბრუნა პირველი პოზიცია PGA-ს ტურის კლასიფიკაციაში.

ორლანდოში ვუდსმა 18 ორმო 70 დარტყმით გაიარა და ორი ნაბიჯით მოუგო მეორე ადგილზე გასულ ბრიტანელ ჯასტინ როუზს.

ეს იყო ვუდსის კარიერაში 77-ე გამარჯვება. გარდა ამისა, მან მერვედ მოიგო არნოლდ პალმერის სახელობის ტურნირი, რაც აბსოლუტური რეკორდი გახლავთ. საერთო ჯამში, ტაიგერმა კლასიფიკაციის პირველ
საფეხურზე 623 კვირა გაატარა.

როგორც ჩანს, ამერიკელ მოთხილამურესთან, ლინდსი ვონთან რომანმა ტაიგერზე დადებითად იმოქმედა. ვუდსის სახეს ღიმილი არ სცილდება და რაც მთავარია, ახალმა სასიყვარულო ისტორიამ სპორტული შედეგები გააუმჯობესა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლინდსი ვონი და ტაიგერ ვუდსი ერთად არიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული