ავთანდილ ხურციძის დედა: ავთო საქართველოდან ამერიკაში გუშინ გაემგზავრა...

AutoSharing Option
ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის ოჯახს ინფორმაცია არ აქვს, აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის არის თუ არა მათი ოჯახის წევრიც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ავთანდილ ხურციძის დედამ, მაყვალა ხურციძემ განუცხადა, შვილს გუშინ ესაუბრა.

"არაფერი ვიცი, ავთო საქართველოდან ამერიკაში გუშინ, დილის 4 საათზე გაემგზავრა. 8 ივლისს აშშ-ში შეჯიბრი აქვს. სხვა მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩაფრენისათანავე ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ კარგად იმგზავრა", - განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

Sportall.Ge

არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში
დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

ეჭვები აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი საქართველოს მოქალაქეების სახელებმა და გვარებმა გააჩინა. აშშ-ის ინფორმაციით, ქართველებიდან დაკავებულები არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

- კრივის ფედერაციაში არ ფლობენ ავთანდილ ხურციძის დაკავების შესახებ ინფორმაციას

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული