გიგა ჭიკაძე დღეს მსოფლიო ჩემპიონ ქრის მაუზერთან ბრძოლას გამართავს

AutoSharing Option
ქართველი მსოფლიო ჩემპიონი, კიკბოქსიორი გიგა ჭიკაძე დღეს მსოფლიო ჩემპიონ ქრის მაუზერთან ბრძოლას გამართავს.

როგორც GLORYKickboxing-ის ოფიციალური გვერდი იტყობინება, ბრძოლა ვირჯინიის დროით 18:00 საათზე დაიწყება. ბრძოლა Glory World Series-ის ფარგლებში ჩატარდება. ეს კიკბოქსინგში უმაღლესი ლიგაა.

გიგა ჭიკაძემ მომზადება კალიფორნიაში საკუთარ მწვრთნელთან, რაფაელ კორდეიროსთან გაიარა. ის 2016 წელს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ჭიკაძე საკუთარ კარიერას უკვე ერთი წელია ლოს ანჯელესში აგრძელებს. ის არაერთი კომპანიის სახეა.

ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული