ოკინავური გოჯუ-რიუ საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუს კარატე დოს ფედერაცია საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

სპორტსმენების თქმით, მზადება უკვე დაწყებულია და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე, სხვადასხვა ასაკის მქონე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ლევან როგავა (გოჯუ-რიუს ფედერაციის წარმომადგენელი საქართველოში, მესამე დანი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი):

"ჩემპიონატი ორი დღე გაგრძელდება და ამისთვის მთელი ძალისხმევით ვემზადებით. ჯერ საკმაო დროს გვაქვს და ვცდილობთ, ბოლომდე დავიხარჯოთ, რათა ჩემპიონატზე ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალური შედეგი დავდოთ...

შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ტარდება და ჩვენი დარბაზიც "დუღილის" პროცესშია.

ახალი არ არის, რომ სპორტსმენებს, როგორც საქართველოში, ისე სხვა
ქვეყნებშიც, დაფინანსების მუდმივი პრობლემა გვაქვს. ამჯერად, ამას საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია AZAFA უზრუნველყოფს, რომელიც განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს ეხმარება.

გამარჯვებულებს ფასიანი პრიზები და ფულადი პრემიები გადაეცემათ...

გასული წელი, როგორც შიდა, ისე გასვლითი ღონისძიებების კუთხით, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, - თბილისის ძიუდოს აკადემიის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა ჩემპიონატი გოჯუ-რიუს კარატეში, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი და წონითი კატეგორია წარმოვადგინეთ.

ტურნირის მთავარი სტუმარი იყო საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუს კარატე დოს მთავარი შეფ-ინსტრუქტორი, მე-7 დანის მფლობელი ტეცუჯი ნაკამურა...

წელსაც ვაპირებთ უცხოელი სპორტსმენების მოწვევას, თუმცა ეს ფინანსებზეა დამოკიდებული".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული