ქალთა ჩოგბურთში დროის შემცირებას ითხოვენ

AutoSharing Option
ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) გენერალური დირექტორი სტივ საიმონი საჩოგბურთო მატჩების ხანგრძლივობის შემცირების წინადადებით გამოდის.

მან მაგალითად მოიყვანა წყვილთა შეხვედრები, სადაც მესამე სეტი ტაი-ბრეიკის რეჟიმით მიმდინარეობს - 10 ქულის მოგებამდე, ხოლო ჩვეულებრივ გეიმებში 40:40-ზე გადამწყვეტი ქულა თამაშდება. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ასეთ დროს, მატჩებ საათნახევარზე მეტი არ გრძელდება.

"ვფიქრობ, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ეს ნაბიჯი დაგვეხმარება ტელეტრანსლიაციებში და ტრიბუნებზე მაყურებლის შენარჩუნებაში - ხალხი უფრო ინტერესით უყურებს მატჩს, რომელშიც ბევრი მნიშვნელოვანი გათამაშებაა. გადამწყვეტი გათამაშება ქმნის დრამას სეტების შუაში, ტაი-ბრეიკებზე. არის ბევრი რამ, რასაც
უნდა გადავხედოთ ჩვენს სახეობაში, რათა ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს.

დღეს, აუდიტორიის ყურადღების კონცენტრაცია კლებულობს. რთული წარმოსადგენია, რომ ვიღაც ორი-სამი საათი იჯდება და მატჩს უყურებს. ახალი აუდიტორიისთვის 20 წამზე დიდი ვიდეო - უკვე ძალიან გრძელია.

ჩოგბურთში ბევრი კონსერვატორია, რომლებსაც არ უყვართ გარდაქმნები. მაგრამ, ხანდახან საჭიროა სარკეში ჩავიხედოთ და პატიოსნები ვიყოთ საკუთარ თავთან. ვიცი, რომ მაყურებელი, რომლის მოზიდვასაც დღეს ვცდილობთ, არ შეხედავს სამსაათიან მატჩებს", - ამბობს საიმონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული