სოფიო შაფათავა WTA-ს ტურნირის მერვედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში WTA-ს ტურნირი იმართება, რომლის საპრიზო ფონდიც 220 ათასი დოლარია. ტურნირში წარმატებით ასპარეზობს საქართველოს პირველი ჩოგანი სოფიო შაფათავა (235), რომელმაც ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ბატალიების წყალობით გააღწია.

დღეს შაფათავა პირველ წრეში ამერიკელ ვანია კინგს (81) შეხვდა და მსოფლიოს პირველი ასეულის წევრს იოლად მოუგო ორ სეტში - 6:3, 7:5.

მერვედფინალში შაფათავას მეტოქე მსოფლიოს 54-ე ჩოგანი ანა კონიუჰი (ხორვატია) იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული