ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 11 საფეხურით დაწინაურდა

AutoSharing Option
დღეს ჩოგბურთელთა ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი 11 საფეხურით დაწინაურდა. ჩვენებური 541 ქულით მსოფლიოს 112-ე ჩოგანია.

ეს წინსვლა მას ავსტრიული კიტცბუელის ტურნირის ფინალში გასვლამ მოუტანა. ბასილაშვილის საუკეთესო მიღწევა ერთეულთა თანრიგში 86-ე პოზიციაა (2015 წლის ოქტომბერში).

ნიკოლოზ ბასილაშვილი რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.
ასევე დაგაინტერესებთ