ანა შანიძემ ბაქოს საერთაშორისო ტურნირი მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
30 მაისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა ახალი საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც ანა შანიძეც ჩაება.

წყვილთა პაექრობაში მან სოფია დმიტრიევასთან (რუსეთი) ერთად სტარტზე ფიდანა ხალიზადას (აზერბაიჯანი) და ალინა კისლიცკაიას (რუსეთი) სძლია 7:5, 6:4 და მეოთხედფინალში მეორე ნომრად განთესილ ქსენია ბეკერსა და ალინა სილიჩს (ორივე - რუსეთი) შეხვდება. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების დუეტმა პირველ წრეში თანამემამულეებს - ალექსანდრა დუბროვინასა და იულია კაპიტანოვას მოუგო - 6:1, 6:4.

ერთეულთა თანრიგის სტარტზე ანა შანიძე ავსტრალიელ ალექსანდრა ვალტერსს გაუწევს მეტოქეობას.

* * *
სოფიო შაფათავა იტალიაში იმყოფება და ბრეშას 50.000-იან ტურნირში ჩაებმება. პირველ წრეში იგი კვალიფიკაციიდან აღზევებულ ჩოგბურთელთან გაარკვევს ურთიერთობას.

სწორედ ამ შეჯიბრების საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდის ეკატერინე გორგოძე, სადაც იგი პირველ ნომრადაა განთესილი და მთავარ ბადეში მოსახვედრად მასპინძელ ლუჩია ბრ-ონძეტის შეხვდება. ამ უკანასკნელმა თანამემამულე ლიდია მუგელი ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:1.

წყვილებში შაფათავა და გორგოძე ასპარეზობის რეიტინგფავორიტები არიან და მთავარი პრიზისთვის მეოთხედფინალიდან იბრძოლებენ.

* * *
თბილისელი გიორგი ცივაძე დღეიდან უზბეკეთში, ვაჟთა 25.000-იანი ტურნირში მოსინჯავს ძალებს.

ერთეულებში დმიტრი სურჩენკოს (რუსეთი) შეხვდება, ხოლო წყვილებში დენის ევსეევთან (ყაზახეთი) ერთად ეცდება მეოთხედფინალში გაღწევას. საამისოდ კი მესამე ნომრად განთესილი სანჯარ ფაიზიევისა (უზბეკეთი) და მარკოს კალოველონისის (რუსეთი) ტანდემი უნდა დაამარცხოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული