სოფიო შაფათავა საფრანგეთის ქალთა 50 000-იანი ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
თბილისელი სოფიო შაფათავა გუშინ საფრანგეთში ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაება.

პირველ წრეში მეტოქედ ჰყავდა მე-6 ნომრად განთესილი ჩეხი ტერეზა შმიტკოვა, რომელსაც პირველი სეტი მშრალად მოუგო - 6:0. ეტყობა, ჩვენებური ამგვარმა წარმატებამ მოადუნა და მეორე ხელი მოულოდნელად 3:6 დათმო. მესამე გადამწყვეტი სეტი დაძაბული გამოდგა და შაფათავამ მხოლოდ ტაი ბრეიკში აჯობა შმიტკოვას - 7:6.

მერვედფინალში იგი რუსებს - ალექსანდრა პანოვას და მარინა მელნიკოვას შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

წყვილებში შაფათავა და კორნელია ლისტერი (შვედეთი) რეიტინგფავორიტებს - ჯოსელინ რაეს და ანა შმიტს (ორივე-დიდი ბრიტანეთი)
გაუწევენ მეტოქეობას.

* * *
ანა შანიძე ანტალიაში იმყოფება და იქაურ 10.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცდის ძალებს.

პირველ წრეში გერმანელ ლინდა პრენკოვიჩთან მიღწეული წარმატების შემდეგ, გუშინ კორეელ იუ ჟინ ანის სძლია - 2:6, 6:4, 6:3 და ძირითად ბადეში მოსახვედრად ემილი არბუჩნოტთან (დიდი ბრიტანეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში ჩვენებური ვასილისა აფანასენკოს (რუსეთი) შეუამხანაგდა და სტარტზე დაიანა ნეგრეანუს (რუმინეთი) და კაროლინე რომეოს (საფრანგეთი) ეთამაშება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული