ნიკოლოზ ბასილაშვილი ჟენშენის საერთაშორისო ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა წინა კვირას ჩინური გუანჯოუს 50.000-იან ტურნირში ხუთი ორთაბრძოლა მოიგო, ჟენშენის 75.000-იან შეჯიბრებაში კი მხოლოდ ერთ მეტოქეს აჯობა (ხორვატ ფრანკო სკუგორს).

24 მარტს, ტურნირის 1/8-ფინალში, მე-6 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი პეტერ გოიოვჩიკთან (გერმანია) დამარცხდა - 3:6, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ბასილაშვილმა პირველი სეტი 21, მეორე კი 30 წუთში დათმო.

* * *
ბაქოში ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის პირველ წრეში გიორგი ცივაძემ საქადათ აიარი (ყაზახეთი) დაამარცხა - 6:2, 7:5 და მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილ პაველ ფილინის (ბელორუსი) მძლეველ (6:3, 6:3) ევგენი
ელისტრატოვს (რუსეთი) დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში წააგო - 7:6, 2:6, 4:6.

გიორგი ჯავახიშვილი მე-4 ნომრად განთესილ ევგენი ტიურნევთან ვერაფერს გახდა - 2:6, 1:6.

ჩვენებურებმა ვერც წყვილებში იყოჩაღეს: ასპარეზობის რეიტინგფავორიტ რობერტო ორტეგა-ოლმედოსა (ესპანეთი) და ილია ვუჩიჩის (სერბეთი) დუეტს დაძაბულ პაექრობაში დანებდნენ - 6:3, 3:6, 13:15.

* * *
ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა ანა შანიძემ, მაგრამ ძირითადი ბადის პირველ წრეში ქართველ ჩოგბურთელს იანა მორდერგერმა (გერმანია) აჯობა - 6:1, 6:1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული