ქართულ ჩოგბურთშიც სკანდალია: სანდრო მეტრეველი VS ფედერაცია

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა დღეს, 22 თებერვალს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ 4-6 მარტს თბილისში ჩასატარებელ "დევისის თასზე" ის მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია მისდამი გულგრილობას იჩენს. შესაბამისად, აღარც ჩოგბურთელს გააჩნია ფედერაციასთან ურთიერთობის სურვილი.

აღსანიშნავია, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი სანდროს ბიძაა.

"თქვენდამი ჩემი მიმართვა მინდა დავიწყო პატიების თხოვნით იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გამორიცხავს ჩემ მონაწილეობას დევისის თასის მატჩში - საქართველოსა და დანიის ჩოგბურთის ნაკრებ გუნდებს
You must have Flash Player installed in order to see this player.
შორის, რომელიც გაიმართება ა.წ. 4-6 მარტს ქ. თბილისში.

როგორც ცნობილია, წარუმატებელი ასპარეზობის შედეგად,
საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდა დევისის თასის გათამაშების ყველაზე დაბალი კატეგორიის ქვეჯგუფში. მხოლოდ 2015 წლ
ის ივლისში, ჩვენი
ნაკრების (ნ. ბასილაშვილი, ა. მეტრეველი, გ. ცივაძე, გ. ჯავახიშვილი) წარმატებული ასპარეზობის შედეგად, შევძელით ოთხი ქვეყნის გუნდის დამარცხება, რის შედეგადაც მოვიპოვეთ ზემდგომი კატეგორიის ჯგუფში მონაწილეობის უფლება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირის ყველა მატჩში მივაღწიე გამარჯვებას და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ამ მნიშვნელოვან წარმატებაში.

2016 წლის 4-6 მარტს ქ. თბილისში დაგეგმილ დევისის მატჩში საასპარეზოდ, მწვრთნელთან ერთად შევიმუშავეთ მომზადების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა 2016 წლის იანვარ-თებერვალში ტაილანდის, ფილიპინების, იტალიისა და პოლონეთის საჩოგბურთო ტურნირებში ჩემ მონაწილეობას.

აღნიშნული გეგმის განხორციელება დამოკიდებული იყო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ დაპირებულ პრემიალურ ფონდზე, რომელიც უნდა გადმოგვცემოდა ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა თავისი პირობა პირნათლად შეასრულა, ხოლო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ნაკრებს შეპირებული თანხის მხოლოდ ნახევარი გამოუყო, საიდანაც ჩემ წილად მიღებული ჰონორარი იმდენად მცირე იყო, რომ მხოლოდ ტაილანდის ტურნირის დაფინანსებისთვის ვიმყოფინე.

მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მოთხოვნისა, დარჩენილი თანხა არ იქნა გადმორიცხული და მისი მიუღებლობის გამო იძულებული გავხდი, იანვრის შუა რიცხვებში დავბრუნებულიყავი თბილისში და, შესაბამისად, შემეწყვიტა სპორტული მომზადების პროგრამა დევისის თასისთვის.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ჩემი სპორტული საქმიანობის დაფინანსების საკითხზე, ბოლო 3 წლის განმავლობაში მუდმივ დაპირისპირებაში ვარ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ჩემმა დასაბუთებულმა მოთხოვნებმა არავითარი შედეგი არ გამოიღო.

მეტი გამჭვირვალობისთვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ბიუჯეტმა დაახლოებით 1 200 000 (მილიონ ორასი ათასი) ლარი შეადგინა, ხოლო ამავე სამი წლის მანძილზე ჩემი დაფინანსების მიზნით გამოყოფილი ჯამური თანხა 19 000 (ცხრამეტი ათასი) ლარს არ აღემატება. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს ფედერაციის ბიუჯეტი საგრძნობლად გაზრდილია და დაახლოებით 1 000 000 (მილიონი) ლარს აღწევს, თუმცა პირადად მე, დღეის მდგომარეობით, არ მიმიღია ფედერაციისგან არანაირი ოფიციალური დოკუმენტი მიმდინარე წლის დაფინანსების შესახებ, რაც, ბუნებრივია, არ მაძლევს საშუალებას, ეფექტურად დავგეგმო ჩემი მონაწილეობის გრაფიკი საერთაშორისო ტურნირებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გულგრილი დამოკიდებულება ჩემ მიმართ. იგი არ თვლის საჭიროდ, ხელი შემიწყოს წარმატებული სპორტული კარიერის ფორმირებაში, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა. შესაბამისად, აღარც მე გამაჩნია ფედერაციის ამ შემადგენლობასთან ურთიერთობის არანაირი სურვილი.

ამრიგად, ჩემი ამჟამინდელი მომზადების ხარისხი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა სარგებელს ვერ მოუტანს ვერც საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებს და ვერც თქვენს ნდობას გაამართლებს 2016 წლის დევისის თასის გათამაშებაში. შესაბამისად, უარს ვამბობ დაგეგმილ მატჩში მონაწილეობის მიღებაზე, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას", - წერს მეტრეველი.
ანანო რატომ არ უნდა მოითხოვოს ფული, სპორცმენი იმდენს დებს იმაშI რომ შედგეს სპორცმენად რომ თანხაც უნდა მოითხოვოს, სხვა თუ მუშაობს ესეც მუშაობს და შრომმობს ბევრდ მეტს ვიდრე ალბათ შენ ასე რომ ხუსტადაც უნდა დააფინანსონ , სხვა საკითხია ის რომ დღეს წამოიწია ეს თემა როცა წლებია ასე ხდება და საერთოდ რაც ფედერაცია არსებობს მას მერე
gogo
12:18 23-02-2016
0
ეს სკანდალი პირდაპირ დაკავშირებულია სპორტის სამინისტროსთან რომელსაც ძალიან კარგი და სამართლიანი მინისტრი ყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქვედა რგოლს და ფედერაციას არ აწყობთ მასთან ასეთი თემების გარჩევა, იმიტომ რომ ყველა გასვრილები და ნაძირლები არიან !!!
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს სიბინძურე !!! პირდაპირ მივმართოთ მინისტრს რომ პირადად ჩაერთოს ამ საკითხაში და შეიყვანოს აუდიტი ფედერაიაში, რათა ყველაფერი გაირკვეს და გამოაშკარავდეს სად ჯანდაბაში ფლანგავს ფედერაცია ამდენ ფულს !!!!!!
Guga 41
20:26 22-02-2016
0
ერთი ის მაიტერესებს მარგალიტას კომენტარი რომელია აქედან თუ სუ ყველა ?
jaba
20:22 22-02-2016
0
ჩემი აზრით ეს ბიჭი მარტალია.. და არაპერ შუაში არა ფულზე გაყიდვა. ამოუვიდა 3 წელი ტყუილი დაპირებების მოსმენა ფედერაციისგან და საბოლოოდ თქვა უარი.. და ის დანარჩენი 3 მოთამაშე რომლებიც ამ 3 წლის განმავლობაში ყვიროდნენ გვიშველეთო ეხა სად არიან??!! ვითხოვ იმ 3 მოთამაშის კომენტარს რომლებიც აქამდე წუწუნებდნენ და ეხა ჩუმად არიან. იქნებ სანდროს ადანაშაულებენ? ან იქნებ რა ხდება? რატო არიან ეხა ჩუმად ?
levani
19:11 22-02-2016
0
დღეს ნიკ-ნეიმების გამოგონებას და იქედან კომენტარების წერას, ჯობდა ნაკლებად შეგეჭამათ მოთამაშეების ფული. თქვენზე რა აზრისაც არის მთელი ჩოგბურთის და სპორტის სამყარო ძალიან კარგად იცით, ისიც ცნობილია როგორ აშანტაჟებდით დანარჩენ გუნდის წევრებს. და სანდროსთან ეს არ გაგივიდათ. მადლობა თქვით, რომ მაგაზე ხმა არ ამოიღო და ის დრო შორს არ არის როცა ყველა - პატარა ასაკიდან დამთავრებული ნაკრების წევრებით ამოიღებს ხმას!!!!
alika
17:56 22-02-2016
0
ამ ნაკრებში მარტო სანდროა ჭკვიანი და მარტო სანდრომ აღმოაჩინა რომ ფედერაცია სპორსტმენებისთვის არაფერს არ აკეთებს? სხვებისთვისაც გეკითხათ, იქნებ სანდრო ტყუის.სანამ აქ მტყუან მართალს გაარცევთ და არაობიექტურ რაღაცეებს დაწერთ ნიკუშას კითხეთ რას დაპირდა ფედერაცია და რა შეუსრულა. ფედერაცია ამბობს რო კი არ დაპირდა . უნდოდა რომ მეტი მიეცა მაგრამ ბიუჯეტში რა ფულიც აქვს იქიდან მიცა. და საერტოდ, 23 წლის ასაკში მსოფლიო რეიტინგსი 290 ე რომ ხარ, ნაკლები უნდა ილაპარაკო და მეტი ივარჯიშო
maiko
17:00 22-02-2016
0
რას მიედ მოედება ეს ახალგაზრდა სპორტსმენი?რატო იმას არ წერს ტანხას რო ითხოვდა და ვაჭრობდა ფედერაციასტან?სხვების აყოლიებასაც ცდილობდა მაგრამ არც გამოუვიდა,ეს თვითონ ვერ გაბედავდა ამდენს გვერდზე ვიღაც არაკაცი ჰყავს.
eeeex
16:54 22-02-2016
0
შენი ქვეყნის სახელით თამაში სპორტსმენისთვის დიდი ბედნიერებაა და ამაში ფულს ითხოვ და ვაჭრობას იწყებ?
Anano
16:45 22-02-2016
0
მე როგორც ვიცი ფედერაციებმა ახალგაზრდა სპორტსმენები უნდა დააფინანსონ და არა ისინი, ვინც კომერციულ ტურნირებს თამაშობს. კიდევ ბევრი მოუცია ჩოგბურთის ფედერაციას
Andria
16:42 22-02-2016
0
გეთანხმები ჩოგბურთი შემოსავლიანი სპორტია და საკუთარი წარმატებით კარგადაც გამოიმუშავებს სპორტსმენი, მაგრამ ამ ფედერაციებმა როდის უნდა ისწავლონ საკუთარი სიტყვის შესრულება ეგააა საკითხავი.
dato
14:38 22-02-2016
0
დიდი შლემი რომ მოიგოს ამისათვის საჭიროა ფედერაციის ხელშეწყობა. ელემენტარული ბურთების მიცემიდან დაწყებული ტურნირებზე გაშვებით. ხოლო დიდ შლემს რო მოიგებს თითონ დაეხმარება ახალგაზრდა პერსპექტიულ ტენისისტებს როგორიც დღეს-დღეისობით თითონ სანდრო ითვლება..!
federrer
14:36 22-02-2016
0
როდის იყო ფედერაცია რამეს აფინანსებდა მგონი ათასჯერ კარგი და პერსპექტიული ჩოგბურთელები იყვნენ და შანსიც არ მისცეს რამე გაეკეთებინათ რომელ დაფინანსებაზეა საუბარი და მეტრებელი მხოლოდ იმიტომ როა ნაკრებში რომ სხვა არავინ დარჩა და საერთოდ არავინ თამაშობს ნუ აქვს პრეტენზიები
0
ამ ბიჭის წარმატებებს მუდმივად ვადევნებდი თვალყურს და ძალიან გულდასაწყვეტია რომ არ იათამაშებს დევისის თასზე. ყოჩაღ რომ ასეთი გაბედული ნაბიჯი გადადგი და ხმა ამოიღე უსამართლობაზე. იმ დანარჩენი ნაკრების ბიჭების გამკვირვებია ჩუმად რომ არიან და ხმას არ იღებენ... ბასილაშვილი არ იყო სატელევიზიო შოუებში რომ ამბობდა არანაირი მხარდაჭერა არ მაქვს სახელმწიფოსიო?! ეხლა რატომ არის ჩუმად? ყველანი ერთად დადექით ქართული ჩოგბურთის მომავლისათვის ბიჭებო !!!
გელა 49
14:21 22-02-2016
0
ამათი გამკვირვებია თუ რამის თავი გაქვთ მოიგეთ ერთი ტურნირი (მაინცდამაინც დიდი შლემი ნუ იქნება) და ფინანსებიც გექნებათ ამ გაჭირვებულ ფედერაციას რას სთხოვთ?! და თუ არამიზნობრივად ხარჯავს ფულს ფედერაცია მაშინ ეგეც თქვი!
djokovic
13:58 22-02-2016
0
სიახლეები პოპულარული