ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეშია

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის ფინალურ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ ტომას ფაბიანოს შეხვდა და სამ სეტში მოუგო - 6:4, 4:6, 6:1.

ქართველმა ჩოგბურთელმა გამარჯვება ორ საათზე ნაკლებ დროში შეძლო. აღსანიშნავია, რომ მისი უპირატესობა მესამე სეტში აშკარა იყო.

ნიკოლოზმა 12 შესაძლებელიდან 5 ბრეიქ პოინტი გამოიყენა, მის ანგარიშზე ერთი ეისია.

ბასილაშვილი კარიერაში პირველად ითამაშებს ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში. მისი პირველი მეტოქე ძირითად ბადეში ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
ასევე დაგაინტერესებთ